ISW: მოსკოვი უკრაინასთან ხანგრძლივი ომისთვის ემზადება
კრემლს სურს განაწყოს რუსეთის მოსახლეობა, რომ ომი უკრაინაში – ხანგრძლივი პროცესია. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები აცხადებენ. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ამ დასკვნის მიხედვით, სწორედ ამას ემსახურება რუსეთის ადმინისტრაციულ შენობებზე ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების განთავსება, რაც ღიად ხდებოდა და ამის მოწმე მილიონობით ადამიანი გახდა, ფოტოები და ვიდეოები კი ინტერნეტში გავრცელდა. ანუ რუსეთის ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ ომი მათთვის უშუალო საფრთხეს წარმოადგენს და ხალხი ხანგრძლივი კონფლიქტისთვის მოამზადოს.
ამერიკელ ექსპერტების მიაჩნიათ, რომ მოსკოვი ცდილობს უკრაინა წარმოაჩინოს ქვეყნად, რომელიც რუსეთისთვის ისეთივე საფრთხეს წარმოადგენს, როგორც საბჭოთა კავშირისთვის ნაცისტური გერმანია მეორე მსოფლიო ომის დროს. ამით ხელისუფლება იმედოვნებს მოსახლეობაში ომის მხარდამჭერი განწყობების გაზარდოს და მომავალში ახალი მობილიზაცია გამოაცხადოს.