ვოლოდიმირ ზელენსკიმ კირილო ტიმოშენკო პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილო ტიმოშენკო თანამდებობიდან გაათავისუფლა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„წარდგენილი განცხადების შესაბამისად, კირილო ტიმოშენკო გათავისუფლდეს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან“, – აღნიშნულია პრეზიდენტის განკარგულებაში.
შეგახსენებთ, მანამდე უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კირილო ტიმოშენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.