გერმანიაში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა მატარებელში ორი ადამიანი მოკლა, რამდენიმე დაჭრილია
გერმანიის ჩრდილოეთში დანით შეიარაღებული მამაკაცი მოძრავ მატარებელში მგზავრებს თავს დაესხა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
ფრაიბურგის პოლიციის ცნობით, კიდევ 7 მგზავრი დაჭრილია.
ინციდენტი შლეზვიგ-გოლშტაინის ფედერალურ მიწაზე მოხდა მოძრავ მატარებელში, რომელიც კილიდან ჰამბურგში მიემართებოდა.
პოლიციამ თავდამსხმელი, 20-30 წლის მამაკაცი, ქალაქ ბროკშტედტის სადგურზე დააკავა, ისიც დაჭრილია.
თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.