ხორვატიის პრეზიდენტი აკრიტიკებს უკრაინისთვის ტანკების მიწოდებას
ხორვატიის პრეზიდენტმა დასავლეთის ქვეყნები გააკრიტიკა უკრაინისთვის მძიმე ტანკების და სხვა აღჭურვილობის მიწოდებისთვის, რუსეთის ძალებთან გასამკლავებლად - და განაცხადა, რომ აღჭურვილობის მიწოდება მხოლოდ ომს გაახანგრძლივებს.
ზორან მილანოვიჩმა ხორვატიის დედაქალაქში ჟურნალისტებს უთხრა, "სიგიჟეა" იმის დაჯერება, რომ რუსეთის დამარცხება შესაძლებელია კონვენციურ ომშიო.
მილანოვიჩმა არჩევნებში გაიმარჯვა 2019 წელს, როგორც მემარცხენე ორიენტაციის ლიბერალმა კანდიდატმა, რომელიც უპირისპირდებოდა ამ ქვეყანაში ამჟამად მოქმედ კონსერვატიულ მთავრობას. თუმცა, მას მერე მილანოვიჩმა პოპულისტური ნაციონალიზმის ორიენტაცია შეიძინა და გამოდიოდა რუსეთისა და ბალკანეთის მიმართ დასავლეთის პოლიტიკის კრიტიკით.