ციმბირელ სტუდენტს პატიმრობა მიესაჯა ომის საწინააღმდეგო ვიდეოს გავრცელებისთვის
ქალაქ ტიუმენის სასამართლომ კირილ მარტიუშევის განაჩენი 30 იანვარს გამოაცხადა, მას მერე, რაც ის ექსტრემიზმში ცნო დამნაშავედ.
მარტიუშევი მარტში დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოველი დღე, რომელიც განსასჯელმა წინასწარ პატიმრობაში გაატარა, უტოლდება კოლონიაში გატარებულ 1,5 დღეს - შესაბამისად, კირილ მარტიუშევი საპატიმროში 18 თვეს დაყოფს.

