სულ მცირე 59 ადამიანამდე გაიზარდა პაკისტანში მეჩეთზე თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი
სულ მცირე 59 ადამიანი დაიღუპა და 157 დაიჭრა თავდასხმისას, რომელიც, თვითმხილველთა თქმით, თვითმკვლელმა მოიერიშემ განახორციელა პაკისტანის ჩრდილოდასავლეთში მდებარე ქალაქ ფეშავარის ერთ-ერთ მეჩეთში.
გავრცელებული ცნობებით, დაღუპულთა უმრავლესობას პოლიციელები შეადგენენ.
თვითმხილველებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ თვითმკვლელი მოიერიშეები იმამის უკან, წინა რიგში იდგნენ და ასაფეთქებელი ჟილეტები მოქმედებაში მოიყვანეს შუადღის ლოცვის დროს.