სოციალური საცხოვრისის მობინადრეები უსაფრთხო საცხოვრებელში განსახლებას კვლავ ითხოვენ
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისის მობინადრეები ისევ ითხოვენ უსაფრთხო საცხოვრებლით დაკმაყოფილებას. ხუთსართულიანი შენობის ბოლო სართულზე მცხოვრები 12 ოჯახი ქალაქის მერიამ 30 იანვარს სასტუმროში გადაიყვანა მას შემდეგ, რაც წვიმის წყალმა რამდენიმე ბინის ჭერი და დერეფანი დააზიანა.