ზოდიაქოს ნიშნები და მათი ტოტემები ასტროლოგიაში
“ჩვენ ყველანი ვარსკვლავებისგან ვართ შექმნილნი”, – ეს ფრაზა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როცა საქმე მისტიციზმს, ასტრალურ სამყაროსა და გალაქტიკას ეხება. ყველა ზოდიაქოს ნიშანს მისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები აქვს. ყველა მათგანი განსხვავებულ ასოციაციებს იწვევს და შესაბამისად, სხვადასხვა ობიექტებს უკავშირდება.
თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანი არის ადამიანის განვითარების არქეტიპი, თუმცა ამავდროულად ისინი ანტიკურ სიმბოლოებსა და ტოტემებს აერთიანებს. თანამედროვე ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ, ეს ნიშნავს, რომ ყველა ზოდიაქოს თავისი Spirit Animal ჰყავს. ეს სიმბოლო შეიძლება იყოს ცხოველი, მწერი, ზღვის ქმნილება. მნიშვნელობა არ აქვს საქმე დასავლურ ასტროლოგიას ეხება, თუ აღმოსავლურს, ორივე შემთხვევაში თორმეტივე ზოდიაქოს თავისი ტოტემი ჰყავს.
- ვერძი – ჯიხვი
- კურო – ხარი
- ტყუპები – პეპელა
- კირჩხიბი – კიბორჩხალა
- ლომი – ლომი
- ქალწული – ფუტკარი
- სასწორი – გედი
- ღრიანკალი – მორიელი
- მშვილდოსანი – ცხენი
- თხის რქა – თხა
- მერწყული – კურდღელი
- თევზები – თევზი
წყარო/ფოტო: Elite Daily