Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ბუბა კუდავა: „პარადოქსია, რომ აქამდე ექვთიმე თაყაიშვილის მრავალტომეული არ გვქონდა“

ბუბა კუდავა: „პარადოქსია, რომ აქამდე ექვთიმე თაყაიშვილის მრავალტომეული არ გვქონდა“

ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური მასალები, შრომები, რომლებზეც ექვთიმე თაყაიშვილი მთელი ცხოვრება მუშაობდა - გამომცემლობა „არტანუჯმა“ ექვთიმე თაყაიშვილის თხზულებების 12 ტომი დაბეჭდა.

ექვთიმე თაყაიშვილს ისტორიულ-ფილოლოგიური ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული. წყაროთმცოდნე იყო, მაგრამ საქართველოში  იმდენი რამ იყო საკვლევი, რომ კიდევ ბევრი სხვა მიმართულებითაც მუშაობდა. ეს ის დროა, როდესაც სიძველეების დიდი ნაწილი ან ოჯახებში ინახება, ან ეკლესია-მონასტრებში, მათ შორის - მიტოვებულ ეკლესიებშიც. ამასთან, არავინ იცის, მსგავს ძეგლებს ან როგორ მოუაროს, ან რაში გამოიყენოს.

„ექვთიმემ ძალიან ბევრი წყარო აღმოაჩინა და გამოსცა, მათ შორის მარიამისეული „ქართლის ცხოვრება“, „ხელმწიფის კარის გარიგება“. ძალიან საინტერესოა მისი ეპიგრაფიკული ნამუშევრები (დისციპლინაა, რომელიც სწავლობს მაგარ მასალაზე შესრულებულ ძველ წარწერებს რ.თ.), ეკლესიებს რომ გადაუღებდა და აზომავდა, მერე წარწერებს კითხულობდა“, - ამბობს როინ მეტრეველი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და მრავალტომეულის მთავარი რედაქტორი.

ამ უნიკალური მემკვიდრეობის შეგროვება ადვილი არ იყო, მაგალითად, „ხელმწიფის კარის გარიგება“ ექვთიმემ 1908 წელს, ქართლის ერთ გაპარტახებულ სახლში აღმოაჩინა. იმ ნაგვიდან ამოიღო, რომელიც მის თვალწინ გამოყარეს.

როინ მეტრეველი იმასაც იხსენებს, როგორ გადაარჩინა ექვთიმემ პელაგია წერეთლისეული „ვეფხისტყაოსანი“.

„ეს ხელნაწერი ოჯახში ინახებოდა და როდესაც ყდის გასაკეთებლად მიჰქონდათ, ეტლში დარჩათ. მპოვნელმა წიგნი დავით სარაჯიშვილს მიუტანა. სარაჯიშვილს უნდოდა, ის საქართველოში ჩამოსული სტუმრისთვის ეჩუქებინა, მაგრამ ექვთიმემ მათხოვეო, გამოართვა და მანამ არ დაუბრუნა, სანამ იმ პიროვნებამ, ვისთვისაც ეს ხელნაწერი უნდოდათ, საქართველო არ დატოვა“.

ექვთიმე თაყაიშვილი იცავდა და ინახავდა იმ განძს, რომელიც 1921 წელს საქართველოდან გახიზნულმა მთავრობამ საფრანგეთში წაიღო. მუზეუმებიდან, სამონასტრო კომპლექსებიდან გამოტანილი მემკვიდრეობის შენახვა და შემდეგ ისევ საქართველოში დაბრუნება იმდენად მნიშვნელოვანი საქმე იყო, რომ ექვთიმე თაყაიშვილის გაკეთებული ყველა სხვა სიკეთე გადაფარა, მათ შორის, მისი სამეცნიერო მოღვაწეობა და ერთმანეთის მიყოლებით მოწყობილი ექსპედიციები.

„ექვთიმე თაყაიშვილის სახელის გაგონებაზე პირველი სწორედ გადარჩენილი განძი ახსენდებათ. თორმეტტომეულის გამოცემა  შეხსენებაა საზოგადოებისთვის, რომ მის სამეცნიერო ღვაწლს მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ... პარადოქსია, რომ აქამდე ექვთიმე თაყაიშვილის მრავალტომეული არ გვქონდა, - ამბობს „არტანუჯის“ წარმომადგენელი და მრავალტომეულის სარედაქციო ჯგუფის წევრი ბუბა კუდავა, - ექვთიმეს შეეძლო უფრო მეტი დრო დაეთმო კვლევებისთვის და უფრო „ცნობილი“ მეცნიერი გამხდარიყო, მაგრამ თავს უფლება არ მისცა, სიძველეებისთვის არ მიეხედა. თვითონვე თქვა, რომ გადავავლე თვალი, როგორი საგანძური ნადგურდებოდა უპატრონოდ, ჩვენი მეცნიერების საქმიანობა კი ამ დროს სალონურ საუბრებს არ ცდებოდაო“.

12 ტომში ექვთიმე თაყაიშვილის ეთნოლოგიური, არქეოლოგიური, ეპიგრაფიკული ნაშრომები, მათ შორის ექსპედიციების მასალებიც,  სრულადაა შესული, თითოეული ტომი დაახლოებით 600 გვერდია და 15-25 ლარი ღირს. სარედაქციო კოლეგიაში შედიან: ნათელა ვაჩნაძე, არჩილ კოხრეიძე, ბუბა კუდავა და გოჩა საითიძე.

მრავალტომეულში ექვთიმე თაყაიშვილის მთელი შემოქმედებაა თავმოყრილი. ბუბა კუდავა ფიქრობს, რომ ეს მკვლევრებს საქმეს გაუადვილებს, მით უფრო, რომ შრომების უმეტესი ნაწილი  პირველად გამოქვეყნების შემდეგ აღარ გამოცემულა. ზოგიერთი თხზულება უკვე ბიბლიოგრაფიულ იშვიათობადაც კი იყო ქცეული. წიგნებში შეტანილია საარქივო მასალები და ილუსტრაციებიც. აქამდე ექვთიმე თაყაიშვილის წერილების ნაწილი ილუსტრაციების გარეშე იბეჭდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ძეგლის შესწავლისას მას თან ფოტოგრაფიც მიჰყავდა და არქიტექტორიც.

„ეს მასალები უმეტესად ცალ-ცალკე იყო, სხვადასხვა საცავში გაბნეული, ცალკე პუბლიკაცია, ცალკე - ფოტოები და ჩანახატები. მისი ნაშრომი „მოგზაურობა ლეჩხუმ-სვანეთში“ პარიზში, 1937 წელს ილუსტრაციების გარეშე გამოქვეყნდა. შემდეგ გურამ შარაძემ გამოაქვეყნა, ასევე ილუსტრაციების გარეშე. არადა, მის პირად არქივში ილუსტრაციების საკმაოდ მდიდარი კოლექცია იყო. ახლა საშუალება მოგვეცა, ეს ილუსტრაციები ტექსტთან ერთად გამოგვეცა“, - ამბობს ბუბა კუდავა.  

თორმეტტომეულში შესულია ის წყაროებიც, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილი იყენებდა. მართალია, ეს უშუალოდ ექვთიმეს ტექსტები არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია მისი ნაშრომის გასააზრებლად.

ექვთიმე თაყაიშვილის საარქივო მასალებზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება. სარედაქციო ჯგუფი არ გამორიცხავს, თორმეტტომეულს მომავალში, კიდევ რამდენიმე წიგნი დაემატოს.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

В Архангельске загорелся теплоход "М.В. Ломоносов": что известно о пожаре



Здоровье

Не чувствую руку: Доктор Кутушов рассказал к чему приводит частое онемение конечностей






103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

Глава Центробанка РФ: "Я вижу в ЦФА большой потенциал"

Творог у порога: в молочной продукции нашли опасные примеси

SHOT: врачи ампутировали часть руки зацеперу, которого поезд ударил током

Попасть в лицензию: российские стрелки попытаются отобраться на Игры-2024


Москва

Стартовал финальный этап всероссийского футбольного турнира «Будущее зависит от тебя»






Rss.plus
Moscow.media
Москва

Сергей Собянин: в ТиНАО создадут новые управы районов



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Игорь Бутман

Игорь Бутман заявил, что Пугачева ему безразлична, и назвал ее ЖКП




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Подмосковье сотрудники ОМОН «Русич» Росгвардии приняли участие в церемонии открытия соревнований по дзюдо среди детей и подростков

Строительные леса обрушились у здания спортшколы на Новочеремушкинской улице

Инсайты, стратегии и нетворкинг для профессионалов: 21 июня пройдет ежегодный форум «Спорт и Бизнес»


Ига Свёнтек

Свёнтек высказалась об акции протеста экоактивистов, выбежавших на корты Рима



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России