ლაშა შავდათუაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა
ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი საფრანგეთში დედაქალაქ პარიზში მიმდინარე გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა.
შავდათუაშვილმა ფინალში ბრაზილიელი დანიელ კარგნინი იპონით დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
სპორტსმენმა პარიზის გრანდ სლემი ზედიზედ მეორედ მოიგო.