Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

უცნაური ქარგებიდან შობილი პოეზიის ძალა – სოსო მეშველიანის შესახებ

ბატონო სოსო, ცოტა ხნის გამოიცა თქვენი პოეტური კრებული „მწერი ქარვაში“.  როგორც ვიცით, ეს თქვენი მეოთხე კრებულია. თუ შეიძლება, რომ მოგვიყვეთ ამ წიგნის გამოცემის პროცესზე. რა აერთიანებს მასში თავმოყრილ ლექსებს, რა იყო თქვენი მთავარი მამოძრავებელი მოტივი მათი შექმნისას და რისი თქმა გსურდათ მკითხველისთვის?

ლექსების გარდა, გამოცემული მაქვს ორი პროზაული კრებული. რაც შეეხება პოეტურს, დიახ, ეს მეოთხეა. ამ წიგნში შესულია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაწერილი ლექსები. მართალია, ეს ყველაზე დიდი ინტერვალია, ჩემს პოეტურ კრებულებს შორის, თუმცა მოცულობით უფრო მცირეა, ვიდრე წინა. რასაც თავისი მიზეზი აქვს.

ბოლო წლების განმავლობაში ბევრი ამბავი მოხდა, რომელმაც ჩემზე უარყოფითად იმოქმედა და ცხადია, ეს ჩემს შემოქმედებაზეც აისახა. ჯერ პანდემია, მერე ომი. ამ ყველაფერმა, ლამის, შინაგანად დამანგრია, გამომფიტა.

რაც შეეხება კრებულს, ყოველთვის ვცდილობ ახალი წინამორბედისგან განსხვავებული იყოს, ეს რამდენად გამომდის, მკითხველმა უნდა შეაფასოს. მე არასდროს ვარ კმაყოფილი საკუთარი თავით, ყოველთვის ვრგრძნობ, რომ უფრო მეტი შემიძლია.

თქვენს ცხოვრებაში პოეზიას რა ადგილი უჭირავს, ლექსი იქმნება მის ირგვლივ თუ ცხოვრება ვითარდება ლექსის გარშემო?

პოეზიას ჩემს ცხოვრებაში ისეთი ადგილი უჭირავს, დანარჩენისთვის თითქმის არ ტოვებს სივრცეს. რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, ეს სულაც არ მგონია სახარბიელო. პირიქით, რთულია, ტრაგიკულიც კი. მტკივნეულია, როდესაც შორდები საყვარელ ადამიანებს, სრულიად უცხო ხდები მათთვის.

პირველად როდის მიხვდით, რომ შემოქმედებითი პროცესის თანაზიარი იყავით, თუ გახსოვთ, რა იყო პირველი მხატვრული ჩანაწერი და როგორ განვითარდა ეს მოვლენები? ასევე რომ გაიხსენოთ, პირველი კრებული, რომელიც გამოაქვეყნეთ. რა გზა გაიარეთ და გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინები?

როგორ გითხრათ, ეს თითქმის არც მახსოვს. მახსოვს ის, რომ ყოველთვის რაღაც ხდებოდა ჩემში, პატარაობიდანვე მქონდა ბუნებისადმი განსაკუთრებული სიყვარული, ემოციური დამოკიდებულება.

ბაღში რომელიმე წიგნის ილუსტრაცია თუ მომეწონებოდა, საათობით ვუცქერდი, თითქოს, იმ სამყაროში გადავდიოდი და მასში ვცხოვრობდი. ასე მემართებოდა ნებისმიერი ფერად ნაქარგზე, დეკორაციაზე. ამ ყველაფერმა კი ხატვის სურვილი გამიღვივა. სულ ვხატავდი და ამიტომ მგონია, რომ მაინც ფერწერიდან მოვდივარ.

ხოლო მოლოდინების გამართლებაზე მართლა არ მიფიქრია. ამ მხრივ, არც საწუწუნოდ მაქვს საქმე, თუ დღევანდელ ლიტერატურულ პროცესებს დავაკვირდებით და ჩავუღრმავდებით, ვგულისხმობ, თუ რა არეულია ყველაფერი ქვეყნის ყველა სფეროში და მათ შორის ლიტერატურაშიც, მაინც კარგია, რომ მე როგორც „არავინ არსაიდან“ მიმიღეს.

რაც შეეხება პირველ კრებულს, ძალიან ცოტამ თუ შეამჩნია, მეორეს ბევრად უფრო გაუმართლა, თუმცა სულაც არ მგონია, რომ ის პირველი მეორეზე რამით ნაკლებია. თითქოს, საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვდა, მერე როგორც ხდება ხოლმე, გავლენიანი ადამიანების ყურადღებამ, ბევრი სხვაც დააინტერესა.

თქვენს ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ცხოვრების დიდი ნაწილი ემიგრაციაში გაატარეთ, უცხოეთში ყოფნა და იქ არსებული რეალობა როგორ აისახა თქვენს შემოქმედებაზე?

ამ მხრივ გამიმართლა, თუმცა ეს ძალდაუტანებლად მოხდა. იქაური და აქაური გარემო ჩემს შემოქმედებაში თანაბრად აისახა და მოთავსდა. ძალიან კარგად შეავსეს ერთმანეთი. როგორც ჩანს, სწორედ ამ უცნაურმა ტანდემმა განაპირობა ესოდენ ინტერესი ჩემი შემოქმედების მიმართ.

როგორ ფიქრობთ, ეს დრო საქართველოში რომ გაგეტარებინათ, როგორი იქნებოდა დღეს თქვენი ცხოვრება?

ცხადია, ასეთი მრაფალფეროვანი ვერ იქნებოდა, ალბათ, ჩემს შემოქმედებასაც ბევრი საინტერესო ფერი გამოაკლდებოდა, მაგრამ ამდენი იმედგაცრუება მაინც ამცდებოდა. ვერიდები ხოლმე საკუთარ თანამემამულეებზე აუგის თქმას, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ ვიკავებ თავს. თავიდან ესპანეთში იმდენად აუტანელ გარემოში მოვხვდი, დღემდე მაწუხებს ის სტრესი.

პოეზია, და ზოგადად ლიტერატურა, ჩემთვის მაინც ამ სასტიკი რეალობიდან გაქცევის საშუალება იყო, ერთგვარი თავშესაფარი.

პროფესიაზე რას გვეტყოდით, ისტორიაფილოსოფიას სწავლობდით. ამჟამად, რომ შეგეძლოთ არჩევანის თავიდან გაკეთება, რა პროფესიას დაეუფლებოდით და ყველაზე მეტად რის გაკეთებას ისურვებდით ცხოვრებაში?

ეს ჩემი არჩევანი იყო. მიყვარდა ისტორია, ფილოსოფია. ამჟამად ამ მოცემულობაში, ამ სიტუაციაში, რაც ქვეყანაშია, ყველაფერი აზრს კარგავს. ალბათ, ბევრი ფიქრობს ასე. ამიტომ ხდება, რომ უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა სწავლას თავს ანებებს და უცხოეთში მიდის, არა სწავლის გასაგრძელებლად, არამედ სამუშაოდ. კარგ ხელობას ეუფლებიან და იქ რჩებიან, სადაც უკეთ შეძლებენ თავის გატანას.  რა თქმა უნდა, ეს დიდი ტრაგედიაა სულის ხუთვამდე მისული პატარა ქვეყნისთვის.

ამჟამად საქართველოში იმყოფებით, აქ დარჩენას თუ აპირებთ და შემოქმედებით თვალსაზრისით რა გაქვთ გეგმები?

დიახ, ცოტა ხნით წამოვედი, ასე დავდივარ წლებია, ოჯახი აქეთ მყავს. აქამდე არც კი მიფიქრია მათ წაყვანაზე, თუმცა ბოლო დროს აზრს ვიცვლი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მაინც თავს ვიკავებ.

მგონია, რომ ყველაფერი დალაგდება. დიდი ოპტიმიზმით არ გამოვირჩევი, უბრალოდ ვხედავ გარშემო ისეთ ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებსაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ. რაც ჩემმა თაობამ ვერ შეძლო, ისინი მოახერხებენ.

ზოგჯერ უმისამართოდ წამოვიძახებ ხოლმე, მე რატომ უნდა წავიდე იმ ქვეყნიდან, რომელიც მიყვარს, (მერე რა, რომ ცხოვრება ანჩხლი დედინაცვალივით მექცევა), ის მედროვე, მლიქვნელი ხალხი წავიდეს, ვინც ამ დღეში ჩაგვაგდო.

რაც შეეხება შემოქმედებით გეგმებს, არანაირი გეგმა არ მაქვს. სულ ასე ვარ, ამ წიგნის გამოცემა უბრალოდ დაემთხვა ჩემს ჩამოსვლას, პრეზენტაციაც, შესაბამისად. ზოგადად, უხალისოდ ვარ, რასაც ბევრი მიზეზი აქვს.

როგორ ფიქრობთ, დღეს ჩვენს ქვეყანაში თქვენი შემოქმედება საკმარისად დაფასებულია თუ თვლით, რომ საზოგადოებამდე თქვენი ხმა ისე არ მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს?

რა გითხრათ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, საწუწუნო არაფერი მაქვს. იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ მე ერთი უბრალო პროვინციიდან ვარ, სადაც ლექსის წერა სასაცილოდაც კი მიაჩნიათ, საკმაოდ დაფასებული გამოვდივარ.

ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ბევრმა ცნობილმა ლიტერატორმა დაწერა წერილი თუ რეცენზია ჩემს შემოქმედებაზე. იყო ლიტერატურული პრემიებიც. მკითხველიც არის. თუმცა სოციალურ ქსელებში ისეთ სისულელეს გამოეკიდებიან ხოლმე შედევრის ძახილით, ცუდად ვხდები. თავიდან წერის ხალისიც კი მეკარგებოდა. მერე მივხვდი, რომ ეს ყველაფერი სისულელეა. ცოტა იმუნიტეტიც გამომიმუშავდა.

მე მაინც წერის პროცესი მიყვარს, ძიება, რაღაც განსხვავებულის კარგის მიგნება. ეს ნამდვილი სასწაულია.

და ბოლოს, რას ეტყოდით საზოგადოებას, არის რამე, რაც ძალიან გაწუხებთ და გსურთ, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მიეწოდოს ეს სათქმელი?

ბევრი რამაა ისეთი, რაც ძალიან მაწუხებს და მთელ ხმაზე მინდა, რომ გავყვიროდე. მაგრამ ამანაც აზრი დაკარგა. სოციალურ ქსელში ვწერ ხოლმე და პოსტის დადებიდან ხუთ წუთში ვხვდები, რომ სისულელეა, საერთოდ რამის თქმა. ყველაზე მეტად იქ იჩინა თავი ადამიანთა სიყალბემ, გაუტანლობამ, ერთმანეთის მიმართ ზიზღმა.

დღეს ერთი სფეროც არ არსებობს საქართველოში, არა თუ კარგად გამართული, არამედ ცოტათი მაინც დალაგებული. რაღაც მოჯადოებული წრეა. კლანებად დაყოფა და დაპირსპირება ყველაფრის სურვილს მიკარგავს.

ავტორი: ანო ტვილდიანი

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Архангельск обогнал города-миллионники по цене новостроек



VIP

Певец Сергей АРУТЮНОВ и солистка группы Демо - встречаются, или просто выпустили совместный хит “Солнышко”? Разлад АРУТЮНОВА и Маши Малиновской?






103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

Собянин сообщил об отражении ночной атаки беспилотника в районе Подольска

5 фактов, которые необходимо знать о СЭЙН и Wimmortal и их релизе «Старик и воля».

Анна Данилова дала старт Всероссийской акции "Синий платочек Победы" 2024 на станции метро Курская

Звукорежиссеру "Москвы 24" грозит штраф за речитатив во время эфира с парада


Москва

Представители народов Чувашии почтили память погибших в годы Великой Отечественной войны






Rss.plus
Moscow.media
Москва

Собянин рассказал, как Москва заботится о ветеранах Великой Отечественной войны



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Светлана Сурганова

Светлана Сурганова выступит на фестивале «Окна Открой»!




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Футбольный турнир «Вызов» для студентов станет частью праздничных мероприятий ко Дню Победы

Поцарапанному пандой Катюшей киперу подарили футболку с извинениями

Федерация бокса России почтила память героев в День Победы в Чехове


WTA

Касаткина обыграла Марию и вышла в третий круг турнира WTA-1000 в Риме



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России