თურქეთში, მიწისძვრისგან დანგრეულ შენობებში კაცმა 4 მილიონი დოლარი იპოვა და პოლიციაში მიიტანა
თურქეთში, ჰათაიში საჯარო მოხელემ, რომელმაც მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობის ნანგრევებში 4 მილიონი დოლარი იპოვა, ნაპოვნი თანხა პოლიციაში მიიტანა.
6 თებერვალს თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 23 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დანგრეულია 6 ათასამდე შენობა.