დათი ქოქრაშვილი საქართველოში დაბრუნდა
9 წლის დათი ქოქრაშვილი სამშობლოში დაბრუნდა. აეროპორტში მას ახლობლები და მეგობრები დახვდნენ.
ინტენსიურ მკურნალობას არასრულწლოვანი უკვე თბილისში, რეაბილიტაციის ცენტრში გააგრძელებს. გასული წლის 31 მარტს თბილისში, შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად, მოზარდმა მძიმე დაზიანება მიიღო, მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.