ბენ ჰოჯესი: საქართველოს ახალგაზრდობა გაცილებით უკეთეს რეალობას იმსახურებს, ვიდრე აქვს
ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ახალგაზრდობა გაცილებით უკეთეს რეალობას იმსახურებს, ვიდრე დღეს აქვს.
„ძალიან შეშფოთებული და იმედგაცრუებული ვარ. საქართველო, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში რამდენჯერმე ჩავედი, სადაც იგრძნობოდა დემოკრატიული სულისკვეთების ძალიან დიდი გავლენა და ახალგაზრდებს უნდა ჰქონოდათ ბრწყინვალე მომავალი, ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშ იმყოფება ამჟამად. საქართველომ არ გამოხატა მკაფიო მხარდაჭერა უკრაინისადმი და აქვს ახალი კანონპროექტი, რომელიც არის რუსული კანონპროექტის გადმომღერება, რომელიც საუბრობს უცხოურ აგენტებზე. ეს გახლავთ ის ნაბიჯები, რომელსაც მე არ მოველოდი დემოკრატიული საქართველოსგან. ეს რეალურად ზღუდავს საქართველოს ახალგაზრდობის მომავალს. ეს არის საქართველოს მთავრობის არჩევანი და ვფიქრობ, საქართველოს ახალგაზრდობა გაცილებით უკეთეს რეალობას იმსახურებს, ვიდრე დღეს აქვს“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.