აშშ-ის ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს "აშშ-ის აგრესიული კურსის" გამო
![აშშ-ის ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს](https://gdb.rferl.org/01160000-0aff-0242-7d71-08da6f18160b_w800_h450.jpg)
აშშ-ის ელჩი მოსკოვში, ლინ ტრეისი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს „ვაშინგტონის ჩართულობის გამო უკრაინის მხარეს სამხედრო მოქმედებებში“, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
რუსული მხარის თანახმად, ელჩს ასევე განუცხადეს „კონტრპროდუქტიულობის შესახებ აშშ-ის ამჟამინდელი კურსისა, რომელიც რუსეთთან კონფლიქტის ყველა მიმართულებით გაღრმავებისკენაა მიმართული“.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამინისტროში აღნიშნეს, რომ „ვითარების დეესკალაციისთვის ვაშინგტონმა უნდა გადადგას ნაბიჯები ამერიკა-ნატოს სამხედროებისა და ტექნიკის გასაყვანად, ასევე მტრული ანტირუსული აქტიურობის შესაწყვეტად“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა ახსნა-განმარტება უნდა წარმოადგინოს „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ისა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენების დაზიანების თაობაზე და უნდა შეწყვიტოს ამ საკითხზე გამოძიებისთვის ხელის შეშლას. გაზსადენები შარშან გამოვიდა მწყობრიდან სავარაუდოდ მათზე მომხდარი აფეთქებების შედეგად.