როგორ გაამართლეს კრემლმა და რუსულმა საინფორმაციო მანქანამ ომი უკრაინაში
უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორია DFRLab აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც აანალიზებს საომარი მოქმედებების დაწყებამდე და ომის დროს რუსეთის მიერ ტრადიციულ და სოციალურ მედიაში გავრცელებულ ნარატივებს.