მედია: თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – არის მსხვერპლი
თურქეთში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ მალათიაში მდებარეობდა. მიწისძვრა ახლო მდებარე ქალაქებში – გაზიანთეფსა და ადიამანშიც იგრძნობოდა.
თურქული გამოცემების ინფორმაციით, არიან დაშავებულები და სულ მცირე 1 დაღუპული, დაინგრა წინა მიწისძვრების დროს დაზიანებული შენობები.
დაშავდა 69 ადამიანი.
მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ.