Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ვის ემუქრება ჩინური მშვიდობა?!

ვის ემუქრება ჩინური მშვიდობა?!

რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერების გეგმას, რომელიც პეკინმა თითქმის ორი კვირის წინ გამოაქვეყნა, არსებითი ცვლილებები არ შეუტანია ომის მსვლელობაში, თუმცა ჩინურმა სამშვიდობო ინიციატივამ პოლიტიკის ექსპერტებსა და ანალიტიკოსებს მსჯელობისა და ვარაუდების მნიშვნელოვანი საფუძველი მისცა. ნაწილი მიიჩნევს, რომ პეკინი ცდილობს პროცესში აქტიურ ჩართვას, რათა ხელცარიელი არ დარჩეს „დათვის ტყავის“ გაყოფისას, ნაწილის აზრით კი, ჩინეთი სწორედაც რომ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი „რუსული დათვის“ დახმარებასა და გადარჩენას ცდილობს. საყურადღებოა ის, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის ლიდერებმა სამშვიდობო ინიციატივის გამოქვეყნების შემდეგაც მოუწოდეს პეკინს, არ მიაწოდოს მოსკოვს იარაღი.

მშვიდობა ჩინურად

რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის გეგმას, რომელიც 24 თებერვალს წარმოადგინა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სკეპტიციზმით შეხვდნენ როგორც კიევში, ასევე ყველგან დასავლეთის ქვეყნებში. პეკინი მთელი წლის განმავლობაში ცდილობდა თავის ნეიტრალურ მხარედ წარმოჩენას და უგულებელყოფდა რუსეთის შეჭრის დაგმობის მოწოდებებს. ექსპერტების უმეტესობა თანხმდება, რომ ნაკლებსავარაუდოა, ჩინეთმა შეძლოს მხარეების თუნდაც მყიფე ზავზე დაყოლიება.

ომის დასრულების ჩინეთის გეგმა შეიცავს 12 პუნქტს, რომლებიც, პეკინის აზრით, ხელს შეუწყობს საომარი მოქმედებების დასრულებას:

ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა

უარის თქმა ცივი ომის მენტალიტეტზე

ცეცხლისა და ომის შეწყვეტა

სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება

ჰუმანიტარული კრიზისის მოხსნა

სამოქალაქო პირებისა და სამხედრო ტყვეების დაცვა

ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების უზრუნველყოფა

სტრატეგიული რისკების შემცირება

ხორბლის ექსპორტის უზრუნველყოფა

ცალმხრივი სანქციების გაუქმება

წარმოებისა და მომარაგების სტაბილურობის უზრუნველყოფა

ომის შემდგომი აღდგენის ხელშეწყობა

ჩინეთის გეგმა ზოგადი ხასიათისაა და მასში თავმოყრილია თანამედროვე ჩინური დიპლომატიისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ფრაზები. დოკუმენტში საუბარია ცეცხლის შეწყვეტაზე, სუვერენიტეტის პატივისცემაზე, სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებასა და ჰუმანიტარული კრიზისის დასრულებაზე. გარდა ამისა, პეკინი საუბრობს „ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმის“ აუცილებლობაზე; გამოდის მოწოდებით, „არ დაუშვან დაპირისპირების ესკალაცია“ და „სამხედრო ბლოკების გაფართოება“. გეგმის შედარებით ვრცელ ვარიანტში პეკინი დასავლეთის ქვეყნებსა და ყველას, ვინც გმობს რუსეთის აგრესიას, სთავაზობს რუსეთისა და რუსეთის უმაღლესი ოფიციალური პირებისა და ბიზნესმენებისათვის დაწესებული სანქციების გაუქმებას და კრემლისათვის „უსაფრთხოების გარანტიების“ მიცემას. დოკუმენტი ასევე შეიცავს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული დერეფნების შექმნის, ატომური ელექტროსადგურების დაცვის აუცილებლობისა და უკრაინული მარცვლეულის საერთაშორისო ბაზრებზე რეგულარული ექსპორტის უზრუნველყოფის ინიციატივებს. ჩინეთის საგარეო უწყება ხაზგასმით მოუწოდებს ყველას, „თავი შეიკავონ ბირთვული იარაღის გამოყენებისგან“.

„პეკინს სურს მშვიდობისმყოფელის როლის მორგება. მაგრამ იმისათვის, რომ ეს მოწოდებები სერიოზულად იქნეს აღქმული, მან უნდა უთხრას რუსებს ის, რისი მოსმენაც რუსებს არ სურთ. არადა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ჩინეთს ოდესმე ურჩევია რუსეთისათვის უკან დაეხია - არც კულისებს მიღმა, არც დიდი აუდიტორიისა და არც სატელევიზიო კამერების წინაშე”, - ამბობს რაფაელო პანტუჩი, სინგაპურში მდებარე საერთაშორისო კვლევების სკოლის უფროსი თანამშრომელი.

კიევის პოზიცია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ჩინური დოკუმენტის წაკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ არ ეთანხმება ჩინეთის გეგმის სულ ცოტა ერთ პუნქტს მაინც - რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების აუცილებლობას, მაგრამ მთლიანობაში დოკუმენტს უწოდა „საინტერესო“, რომელიც მოითხოვს „შესწავლას თავიდან ბოლომდე“.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა კი თავის ტვიტერზე გაცილებით კატეგორიულად დაწერა:

„თუ გლობალური მოთამაშის პრეტენზია გაქვს, მაშინ არარეალური გეგმა არ უნდა წარმოადგინო. არ უნდა ჩამოხვიდე ფსონს აგრესორზე, რომელმაც დაარღვია საერთაშორისო სამართალი და რომელიც აგებს ომს. ეს არაშორსმჭვრეტელურია. ათწლეულების დამგეგმავი არ თამაშობს "რუსების სამდღიან თამაშებს". ჩინეთო, "შესაძლებლობის ფანჯარა" მუდმივად ღია არ იქნება“.

„ჩინეთის "სამშვიდობო გეგმა" ძალიან ცუდი სიგნალია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისთვის, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა დმიტრი გორდონისათვის მიცემულ ინტერვიუში, - რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ჩინეთი უკვე განჭვრეტს რუსეთის დამარცხებას და ცდილობს მონაწილეობა მიიღოს გაყოფა-განაწილების პროცესში“.

არესტოვიჩი დარწმუნებულია, რომ არანაირ იარაღს ჩინეთი რუსეთს არ მიაწვდის, რადგან ჩინეთი დიდწილად არის დამოკიდებული ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში იმპორტზე, რის გამოც სანქციების დაწესება იქნებოდა სიკვდილის ტოლფასი მისი დღევანდელი, პოსტკოვიდური და კრიზისული ეკონომიკისათვის.

„უბრალოდ ჩინეთმა დაიწყო "დათვის ტყავის" გაყოფა. შუამავლის სტატუსი მნიშვნელოვანია, შუამავალი ყოველთვის "ზის მაგიდასთან" და მონაწილეობს დამარცხებული მხარის მემკვიდრეობის გაყოფაში. სამშვიდობო ინიციატივა - ეს არის სიგნალი იმისა, რომ ჩინეთმა გააცნობიერა, რომ რუსეთს გარანტირებული აქვს წაგება. რა თქმა უნდა, იქნება ბევრი სიტყვა სამართლიან სამყაროზე, მრავალპოლარულ სამყაროზე, დასავლური იდეოლოგიის კარნახის მიუღებლობაზე და ა.შ. მაგრამ სინამდვილეში, ჩინეთი ჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა გაიყოს თითქმის მოკლული დათვის ტყავი, ეს რუსეთისთვის ძალიან არასახარბიელო ნიშანია“, - განაცხადა ოლექსი არესტოვიჩმა.

ჩინეთის ინიციატივის ერთი პუნქტი სტრატეგიული რისკების შემცირებასა და ბირთვულ უსაფრთხოებას შეეხება, რაც, არესტოვიჩის თქმით, იმაზე მიანიშნებს, რომ ჩინეთს ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე.

„დასავლეთთან კიდევ შეიძლებოდა ამ თემით სპეკულირება, - ამბობს არესტოვიჩი, - მაგრამ ჩინეთის შეშინება არ გამოვა. ჩინეთი, შეგახსენებთ, თანმიმდევრულად დგას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის (ყირიმის ჩათვლით) დაცვის პოზიციაზე. არ ცნობს ყირიმის ანექსიას და არც შეუძლია ცნოს, რადგან მას აქვს ტაივანის პრობლემა. ჩინეთს არ შეუძლია შექმნას პრეცედენტი. ეს ძალიან ცუდია პუტინისა და პუტინის რეჟიმისთვის“.

მოსკოვის პოზიცია

ჩინეთის მთავარი დიპლომატი, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცკ-ის საგარეო საქმეთა კომისიის კანცელარიის ხელმძღვანელი, ვან ი მოსკოვში 23 თებერვალს ჩავიდა. კრემლში მასთან საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიესალმა „ახალ მიჯნებს“ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებში, რითაც მიანიშნა ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის რუსეთში მოსალოდნელ ვიზიტზე, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულისთვისაა დაგეგმილი.

„ჩინეთის სამშვიდობო გეგმა ყურადღებას იმსახურებს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ი ციტირებს, - ნებისმიერი მცდელობა, შემუშავდეს გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს კონფლიქტის მშვიდობიან კალაპოტში გადაყვანას, იმსახურებს ყურადღებას, თუმცა კრემლი ჯერ ვერ ხედავს სიტუაციიდან მშვიდობიანი გამოსვლის წინაპირობებს“.

რუსეთის საგარეო, საგარეო-ეკონომიკური და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის, ფიოდორ ლუკიანოვის თქმით, სამშვიდობო ინიციატივიდან, რომელიც დეკლარაცია უფროა, ვიდრე გეგმა, ჩანს ის, რომ ჩინეთი მშვიდობის მომხრეა და, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ყველამ დაინახოს, რომ ამ კონფლიქტში პეკინი უმოქმედო ვერ იქნება.

„პეკინმა მოახდინა კეთილი ნების დემონსტრირება, მაგრამ არ აპირებს იყოს შუამავალი კონფლიქტის მხარეებს შორის და რისკებზე წავიდეს“, - ამბობს ლუკიანოვი.

რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ალფრედ კოხი მიიჩნევს, რომ არაფერი დაუჯერებელი იმაში, რომ ჩინეთს ომის შეჩერება სურდეს, არ არის. ამასთან, კოხის თქმით, მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ არის დალაგებული პრიორიტეტები სამშვიდობო გეგმაში, რომელიც იწყება სუვერენიტეტის დაცვითა და ცეცხლის შეწყვეტით.

„ჩინეთი ამბობს, რომ ობიექტურად ვარ დაინტერესებული ამ ომის დასრულებითო, რადგან მჭირდება ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაო. ბოლოს ჩინეთის ეკონომიკა წელიწადში 3%-ით იზრდებოდა, რაც ძალიან ცოტაა, რადგან ასე არ იზრდებოდა ჩინეთის ეკონომიკა უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში, ყოველთვის უფრო სწრაფად იზრდებოდა, ომმა შეაფერხა ზრდის ტემპი, შეაფერხა პოსტკოვიდური აღდგენა. ჩინეთი შეხვდა ევროპისა და ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრებს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჩავიდა მოსკოვში, შეხვდა პატრუშევს, ლავროვსა და პუტინს. ჩინეთის შეთავაზება ასეთია: "მე ვიღებ ვალდებულებას, შევასრულო პირველი პუნქტი (სუვერენიტეტი) და ვაიძულო პუტინი შეასრულოს ის, თუ სანაცვლოდ რამეს მომცემთ, რომ ვევაჭრო. ვაჭრობისათვის კი გთავაზობთ უარს ალიანსში შესვლასა და რეპარაციებზე". მე ასე წავიკითხე ჩინეთის გეგმა, რომელიც ამბობს, მაქვს რაღაც სათქმელი პუტინისთვის და ვიცი, როგორ მოვახდინო მასზე ზეწოლა, რომ ის დათანხმდეს ჩემს პირობებს, ოღონდ მომეცით ხორცი, რომელსაც დათმობის სანაცვლოდ გადავუგდებო. არ ვამბობ, ეს გეგმა კარგია თუ ცუდი, მომწონს თუ - არა. მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ის უაზრო არ არის, შესაძლებელია მასზე მუშაობა“, - უთხრა ალფრედ კოხმა რადიო თავისუფლებას.

ალფრედ კოხი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ თითქოს ჩინეთი ჩასაფრებული იყოს და რუსეთის შთანთქმას აპირებდეს:

„საერთოდ გაუგებარია, რა არის "შთანთქმა". რუსეთს მსოფლიოში მეექვსე ეკონომიკა აქვს, მისი შთანთქმა არც ისე ადვილია, მით უმეტეს, ასეთი უზარმაზარი ტერიტორიისა. მესმის, რომ არსებობს გარკვეული ვარაუდი, რომ ჩინეთს ნამდვილად სურს რუსეთის შთანთქმა, მაგრამ ეს არ არის ფაქტი. ჩინეთს სურს ჰყავდეს მეგობრული რუსეთი, ჰყავდეს სატელიტი, რომელიც მისი პოლიტიკის ფარვატერში ივლის და, რომელიც იქნება მისი სანედლეულო დანამატი. ასეთი რუსეთი მას უკვე ჰყავს. რატომ შთანთქავს, მაგალითად, გაზპრომს, როცა ისედაც იაფად ყიდულობს გაზს? რატომ ააშენოს მილსადენი საკუთარი ხარჯებით? უამრავ პრობლემას აიკიდებს. რატომ გაიჩინოს ჰემოროი? რაც უნდა, ისედაც ყველაფერს იღებს. სხვათა შორის, ჩინეთი უარს ამბობს რუსულ გაზზე, არ სჭირდება, რადგან უკვე აქვს საკმარისი გაზი თურქმენეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. რუსეთიდან ისე იღებს, მოწყალების ამბავში“.

სინოლოგი ალექსეი ჩიგადაევიც ამბობს, რომ ჩინეთისთვის სავსებით მისაღები და ხელსაყრელია რუსეთში არსებული პოლიტიკური რეჟიმი. შესაბამისად, ჩინეთის გეგმებში შესაძლოა მართლაც შედის მშვიდობის დამყარება, მაგრამ რუსეთში რადიკალური ცვლილებები პეკინს არანაირად არ აძლევს ხელს.

„როგორც კი ჩინეთი იგრძნობს, რომ რაღაც ემუქრება რუსეთში არსებულ რეჟიმს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება გარე აგრესია თუ რაიმე სახის შიდაპოლიტიკური კრიზისი, დიდი ალბათობით, დაიწყებს მის გაძლიერებას იარაღის მიწოდებით ან სხვა სახის დახმარებით. ეს არის ჩემი მოსაზრება. ჩინეთი დაინტერესებულია ვლადიმირ პუტინით, ჩინეთი დაინტერესებულია რუსეთში ჩამოყალიბებული რეჟიმით, ჩინეთი დაინტერესებულია იმ ფორმალური თუ არაფორმალური შეთანხმებებით, რომლებიც წლებია არსებობს ორი ქვეყნის სახელმწიფო კორპორაციებს შორის. ურთიერთობის ამ საოცარი სამყაროს ხელახლა აღდგენა ძალიან რთული იქნება. ამიტომ ჩინეთისთვის, რუსეთში პოლიტიკური რეჟიმისა და რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის დაშლა, კოშმარი იქნება, რადგან გაურკვეველია, რა იქნება შემდეგ. ვაი და, მოვიდა პროევროპული ძალა, ან იქნებ შეერთებული შტატების მხარდამჭერი ძალა - ჩინეთისთვის ეს საშინელი, კოშმარული პერსპექტივაა. ამიტომ, ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ჩინელები მიხვდებიან, რომ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს პრობლემები აქვს, სავარაუდოდ გაუწვდიან დახმარების ხელს“, - ამბობს ალექსეი ჩიგადაევი რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის მიერ დაფუძნებული ტელევიზიის, Current Time-ისათვის მიცემულ ინტერვიუში.

ამერიკა-ევროკავშირის პოზიცია

„ჩინეთს ჯერ არაფერი გაუკეთებია სამშვიდობო შუამავლობისთვის. სავარაუდოა, რომ ამ დოკუმენტის გამოჩენის მთავარი მიზანია გაიუმჯობესოს რეპუტაცია მსოფლიო ასპარეზზე“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა. ევროკავშირის კიდევ ერთმა ფუნქციონერმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში დასძინა, რომ „ჩინეთის ინიციატივით ევროპა ნამდვილად არ ცდუნდება“.

„ჩინეთს შეუძლია შეჩერდეს თავისი "სამშვიდობო" გეგმის პირველ პუნქტზე, რომელშიც საუბარია სუვერენიტეტის პატივისცემაზე“, - ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკობ სალივანმა, CNN-თან ინტერვიუში:

„ეს ომი შეიძლება ხვალ დასრულდეს, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინაზე თავდასხმას და გაიყვანს თავის ჯარებს. უკრაინა არ დასხმია რუსეთს, ნატო არ დასხმია რუსეთს, აშშ არ დასხმია რუსეთს. ომის სასარგებლო არჩევანი გააკეთა პუტინმა“.

სალივანმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია და ჩინეთი არ არიან მტკიცე მოკავშირეები, რადგან პეკინი კვლავ ფრთხილ პოზიციას იკავებს ომთან დაკავშირებით: „როცა საქმე უკრაინაში მიმდინარე ომს ეხება, ჩინეთი ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ ბოლომდე არ დგას რუსეთის მხარეს“.

26 თებერვალს, აშშ-ის CIA-ს დირექტორმა უილიამ ბერნსმა დაადასტურა, რომ აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებას აქვს მტკიცებულება იმისა, რომ ჩინეთის ხელმძღვანელობა სერიოზულად განიხილავს რუსეთისათვის იარაღის მიწოდების შესაძლებლობას. თუმცა, პეკინს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, თქვა ბერნსმა CBS News-ზე.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩინეთი ახლოსაა რუსეთისათვის იარაღის მიწოდების გადაწყვეტილების მიღებასთან, აქამდეც ავრცელებდა წამყვანი დასავლური მედია - მათ შორის CNN-ი, Wall Street Journal-ი, Financial Times-ი, Spiegel-ი. გასულ კვირაში სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი წინააღმდეგია ამგვარი მიწოდების და, რომ პეკინისთვის ამას ექნება შედეგები.

ბერნსის თქმით, ამ დროისთვის შეერთებულ შტატებს არ გააჩნია მტკიცებულება იმისა, რომ ჩინეთი უკვე აწვდის იარაღს რუსეთს. როგორც CIA-ს დირექტორმა განაცხადა, ის ფაქტი, რომ ამერიკის ხელმძღვანელობამ ბოლო დროს წამოჭრა ეს თემა, მიზნად ისახავს ჩინეთის დარწმუნებას, უარი თქვას იარაღის მიწოდებაზე. „ამგვარი ფსონის დადება ძალიან სარისკო და არაშორსმჭვრეტელური იქნება“.

2 მარტს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმაც მოუწოდა ჩინეთს, არ მიაწოდოს იარაღი რუსეთს და ზეწოლა განახორციელოს მოსკოვზე, რათა მან ჯარები გაიყვანოს უკრაინიდან.

გერმანიის პარლამენტში გამოსვლისას შოლცმა იმედგაცრუება გამოხატა იმის გამო, რომ ჩინეთმა თავი შეიკავა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობისგან. ამავე დროს, მიესალმა მის მცდელობას ბირთვული დეესკალაციის მიმართულებით.

„პეკინის მიმართ ჩემი მესიჯი მკაფიოა: გამოიყენეთ თქვენი გავლენა მოსკოვზე და რუსეთის ჯარების გაყვანა მოითხოვეთ“, - თქვა მან.

ჩინეთიდან დანახული ომი

ჩინეთის ლიდერები ომის მსვლელობის განმავლობაში თითქმის უცვლელად იმეორებენ კრემლის ნარატივს, რომ „ამ კონფლიქტის მთავარი წამქეზებელი შეერთებული შტატებია“.

გარდა ამისა, ჩინეთმა სანქციების პირობებში რუსეთს მაინც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია როგორც თითქმის ყველაფრის იმპორტიორმა და როგორც რუსული ენერგორესურსების მყიდველმა, თუმცა ჩინეთი არ არღვევს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს და არც ღია მხარდაჭერას უცხადებს მას უკრაინაში შეჭრის გამო.

„დღეის მდგომარეობით, ყველა ჩინური კომპანია იცავს აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების რეჟიმს. უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა და ჩვენ არ გვინახავს არცერთი ჩინური კომპანია, რომელიც დაინტერესებული იქნებოდა რუსეთში მუშაობით და, სანქციების საფრთხის მიუხედავად, იტყოდა, "ეს ამერიკული სანქციები არაფრად გვიღირს, ვაგრძელებთ რუსეთში მუშაობასო". არა, ყველა ჩინურმა კომპანიამ გაწყვიტა რუსულ ბიზნესთან კავშირი“, - ამბობს სინოლოგი ალექსეი ჩიგადაევი.

თუმცა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, ჩინეთის მედია, რომელსაც აკონტროლებს ჩინეთის კომუნისტური პარტია, შიდა აუდიტორიისათვის სულ უფრო აქტიურად ქმნის ვლადიმირ პუტინისა და კრემლის საგარეო პოლიტიკის დადებით იმიჯს.

2022 წლის 24 თებერვლიდან ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ მოაწყო დიდი იდეოლოგიური კამპანია, რომელიც მიმართული იყო ძირითადად ჩინელ ჩინოვნიკებსა და ახალგაზრდებზე. კამპანიის არსი მოკლედ შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „ჩვენი ქვეყანა ზურგს არ შეაქცევს რუსეთს, რაც არ უნდა გააკეთოს მან“.

ჩინეთის შიგნით, ჩინეთის კომუნისტური პარტიის მაღალი თანამდებობის პირები და ჩინეთის სახელმწიფო მედია აქტიურად ავრცელებენ კრემლის თვალსაზრისს ომსა და პოლიტიკურ მოვლენებზე, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაული დეზინფორმაციაა და ა.შ. ჩინეთში რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე, ისევე როგორც რუსეთში, უწოდებენ არა ომს, არამედ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“.

ჩინეთის უნივერსიტეტებმა ბოლო თვეებში მოაწყვეს სპეციალური მეცადინეობები სტუდენტებისთვის რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ „სწორი გაგების“ ჩამოსაყალიბებლად. ამ ლექციების დროს აქცენტები გაკეთდა „დასავლეთის მიერ რუსეთისათვის მიყენებულ წყენაზე“.

„სწორედ შეერთებულმა შტატებმა გააჩინა ომის ხანძარი რუსეთსა და უკრაინას შორის“, - ნათქვამია ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ყოველდღიური გაზეთის სარედაქციო სტატიების სერიაში.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Май спрогнозировали россиянам синоптики



Жизнь

Героическое участие армян в СВО. Часть третья




Українські новини

Депутат Миколаївської облради Кормишкін вперше опублікував своє весільне фото



Новости 24 часа

Героическое участие армян в СВО. Часть третья



Game News

Гайд по фарму золота в Solo Leveling: Arise



Москва

Обнародована стоимость самой дорогой квартиры России



News Every Day

Tom Aspinall says UFC 304 start time is ‘awful’ and should be changed as Brit provides update on next opponent



Блоги

Героическое участие армян в СВО. Часть третья



Москва

Чалов написал два слова фанатам после матча с «Зенитом»



The Beatles

Вышел трейлер отреставрированного фильма о The Beatles «Let it be»



Москва

«Чертова дюжина» - стало известно о командировках Инны Щегловой



WTA

16-летняя теннисистка Андреева обновила рекорд турниров WTA-1000



Москва

Магнитная буря 2 мая может спровоцировать северное сияние в Москве



ЦБ

ЦБ выпустил монету с томским памятником в рамках серии "Города трудовой доблести"



Симферополь

Россия, Культура, Дети: Звезда госцирка Бурятии, артистка Аригма Цыремпилова



Москва

Магнитная буря 2 мая может спровоцировать северное сияние в Москве



Москва

Собянин: На Пасху городской транспорт будет работать дольше



Москва

XXIII Московский Пасхальный фестиваль проходит при поддержке Relax FM



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

Россия и Дети: театр кукол Ульгэр в Бурятии покажет концерт-представление "Вальс Победы"

6 городов России, где можно увидеть белые ночи кроме Санкт-Петербурга

Источник 360.ru: на Тучковской улице в Москве произошел пожар, спасли 6 человек

Практичные автомобили возвращаются на российский рынок: подробности


Москва

Продвижение новых песен с высоким результатом






Rss.plus

6 городов России, где можно увидеть белые ночи кроме Санкт-Петербурга

Россия и Дети: театр кукол Ульгэр в Бурятии покажет концерт-представление "Вальс Победы"

Культура России: как прошёл конкурс бурятского языка для детей в Бурятии?

Героическое участие армян в СВО. Часть третья

Moscow.media
Москва

Собянин и Белозеров запустили на линии МЦД поезд нового поколения «Иволга 4.0»



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Баста

Баста: если Акинфеев на десять минут выйдет за «СКА‑Ростов», мы все будем плакать




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Новинка от Edifier: беспроводные наушники Comfo Run для занятий спортом

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о чемпионате по профмастерству в авиастроении

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о подготовке специалистов в спортивной сфере


Андрей Рублёв

Рублев о победе над Алькарасом на турнире в Мадриде: мне очень помогла подача



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Сотрудник полиции инсценировал грабеж и отобрал сумку с 5,5 млн рублей у знакомого курьера



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России