ჩინეთი: თავდაცვის ბიუჯეტის ზრდის მიზანია გამკლავება "უსაფრთხოების კომპლექსურ გამოწვევებთან"
ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა "შესაფერისი და გონივრულია", და მიზნად ისახავს გამკლავებას "უსაფრთხოების კომპლექსურ გამოწვევებთან" - აცხადებს ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ხაზის მხარდამჭერი პარლამენტის პრესმდივანი, ვან ჰაო, 4 მარტს.
ბიუჯეტის ზრდის ზუსტ მაჩვენებელს გამოაცხადებენ 5 მარტს, ეროვნული სახალხო კონგრესის ყოველწლიური სესიის გახსნაზე. პრესმდივანს არ დაუკონკრეტებია ეს მაჩვენებელი შარშანდელ მონაცემზე, 7,1 პროცენტზე მეტი იქნება, თუ ნაკლები. თუმცა, ვან ჰაოს თქმით, თავდაცვის ბიუჯეტი სტაბილური რჩება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, და ჩინეთის სამხედრო მოდერნიზაცია "არც ერთ ქვეყანას არ შეუქმნის საფრთხეს".