ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს დელეგაციასთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა. ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში უდიდეს ტურისტულ გამოფენას ITB Berlin 2023-ს ოფიციალურად გახსნის. გამოფენის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, პრემიერ-მინისტრი, როგორც ITB Berlin 2023-ის მასპინძელი ქვეყნის მეთაური, საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.
გერმანიის დედაქალაქში საქართველო ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ტურისტული გამოფენის მასპინძელია. „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობის ქვეყანა“ – ასეთია სლოგანი, რომლითაც საქართველო 180 ქვეყნის ეპიცენტრში მოექცევა და გამოფენის მთავარი ქვეყანა გახდება.