დღე ისტორიაში – 7 მარტი
ფაქტები
2009 წელს ბრაზილიელმა სპორტსმენმა ნეიმარ და სილვა სანტოს ჯუნიორმა პროფესიული კარიერა 17 წლის ასაკში დაიწყო.
1996 წელს ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა პლუტონის ზედაპირის პირველი სურათები გადაიღო.
1968 წელს BBC2-ის ნიუსრუმში მსოფლიოში პირველი ფერადი ახალი ამბავი მომზადდა.
1965 წელს აქტივისტებმა დაიწყეს 87 კმ-იანი მსვლელობა, სელმადან მონტგომერის მიმართულებით.
1946 წელს ბიკინის კუნძულიდან, ბირთვული ტესტირების გამო, მოქალაქეების ევაკუაცია გახდა საჭირო.
1931 წელს ჰელსინკში ფინეთის პარლამენტის სახლი გაიხსნა.
1929 წელს ამერიკიდან აზიაში პირველი პირდაპირი რეისი განხორციელდა.
1926 წელს პირველი სატელეფონო ზარი განხორციელდა ატლანტის ოკეანის გადაღმა – ლონდონიდან ნიუ-იორკში.
1914 წელს პრინცი ვილჰელმ ვიდი ჩავიდა ალბანეთში და მეფედ გამოცხადდა.
ცნობილი გამონათქვამები
“ტრაგიკული სიტუაცია არის ზუსტად მაშინ, როდესაც სათნოება არ იმარჯვებს, მაგრამ ჯერ კიდევ იგრძნობა, რომ ადამიანი უფრო კეთილშობილურია, ვიდრე ის ძალები, რომლებიც მას ანადგურებენ”, – ჯორჯ ორუელი.
წყარო/ფოტო: The Fact Site