Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

წინააღმდეგობის მოძრაობა ყირიმსა და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე

წინააღმდეგობის მოძრაობა ყირიმსა და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქტიურად მოქმედებს წინააღმდეგობის მოძრაობა „ყვითელი ლენტი“, რომელშიც გაერთიანებული ათასობით ადამიანი გამოხატავს პროტესტს რუსეთის ოკუპაციისა და ომის წინააღმდეგ. „ყვითელი ლენტის“ აქტივისტები ქმნიან უსაფრთხო საკომუნიკაციო არხებს, აწყობენ იატაკქვეშა მოძრაობებს, ავრცელებენ პროკლამაციებს, საბოტაჟს უწყობენ საოკუპაციო ადმინისტრაციებს, აგროვებენ ინფორმაციას ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ. 2022 წლის ნოემბერში მოძრაობის წარმომადგენლებს მიენიჭათ ანდრეი სახაროვის პრემია - ევროპარლამენტის უმაღლესი ჯილდო ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.

„ყვითელი ლენტი“ - მშვიდობიანი საპროტესტო მოძრაობა, გასული წლის აპრილში შეიქმნა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქში. მოძრაობის აქტივისტები ლენტებით, პლაკატებით, უკრაინის სიმბოლიკითა და წარწარებით ახსენებენ მოსახლეობასა და საოკუპაციო ძალებსაც, რომ უკრაინა განაგრძობს არსებობას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. „ყვითელი ლენტის“ საქმიანობაში 7000-ზე მეტი ადამიანია ჩაბმული, მათი უმეტესობა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ცხოვრობს.

„ყვითელი ლენტის“ დაბადება

„ყვითელი ლენტი“ ჩაისახა ხერსოსნის ოლქში, ოკუპაციის დროს. მისი ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი ივანი (უსაფრთხოების გამო არ ასახელებს გვარს) ამბობს, რომ „ყვითელი ლენტის“ შემქმნელებს უნდოდათ გაეკეთებინათ ისეთი რამ, რაც ხალხს ოკუპირებულ ხერსონში შეახსენებდა, რომ ეს ტერიტორია უკრაინაა. მაღალი რისკის გამო ყველას არ შეეძლო უკრაინის ლურჯ-ყვითელი დროშის გადმოფენა.

ივანმა და მისმა თანამოაზრეებმა მოძრაობის პირობით სიმბოლოდ შეარჩიეს „ყვითელი ლენტი“, რომელიც, გარდა იმისა, რომ უკრაინის ცხადი სიმბოლოა, შორი მანძილიდან იქცევს ყურადღებას და იოლად დასამახსოვრებელიცაა.

ხერსონში ოკუპაციის წინააღმდეგ ერთ-ერთი ბოლო აქცია გაიმართა 2022 წლის 11 მარტს, რასაც მოჰყვა რეპრესიები და პოლიციური რეიდები. უკრაინელებს ქუჩაში გამოსვლის ეშინოდათ, თუმცა ბოლო მასშტაბური აქცია ხერსონში მაინც გაიმართა: 27 აპრილს აქცია გამართეს „ყვითელი ლენტის“ შემქმნელებმა. სწორედ ამ აქციის შემდეგ გადავიდა ორგანიზაცია იატაკქვეშეთში.

როგორ გავრცელდა მოძრაობა სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე

ხერსონში ჩასახულ საპროტესტო მოძრაობას უამრავი ადამიანი დაუკავშირდა სოციალურ ქსელებში: „მელიტოპოლი თქვენთანაა“, „ლუგანსკი მხარს გიჭერთ“ და ა.შ. - უკრაინის სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხი ითხოვდა ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ შეერთებოდნენ მოძრაობას. ხერსონელთა მაგალითმა შთააგონა უამრავი ადამიანი სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 2023 წლისათვის მოძრაობის მხარდამჭერები ცხოვრობენ უკრაინის ყველა ოკუპირებულ მიწაზე - ლუგანსკიდან სიმფეროპოლამდე, თუმცა ყველაფერი ხერსონით დაიწყო.

რეგიონების სპეციფიკის გათვალისწინებით იქმნება მასალები, რომლებსაც „ყვითელი ლენტის“ აქტივისტები ავრცელებენ. ეს შეიძლება იყოს წარწერები, პროკლამაციები და იმის გამო, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველას არ მიუწვდება ხელი პრინტერზე, მოძრაობის წევრები ხშირად უბრალოდ იხატავენ ჩატბოტით მიწოდებულ მაკეტებს, ასლებს აკეთებენ.

„ყვითელ ლენტს“ აქვს ჩატბოტი, რომლითაც მოძრაობის წევრები იღებენ დავალებებს. მოძრაობაში კარგად არის აწყობილი უკუკავშირის მექანიზმიც. ხშირ შემთხვევაში, თვითონ აქტივისტები უკვეთავენ ბრძოლისათვის საჭირო მასალას რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით: „გთხოვთ მოამზადოთ პროკლამაციები პოლოგის ან ჩერნიგოვკისათვის“ და იღებენ შესაბამის მაკეტებს.

„მერე უკვე ვცდილობთ ადგილებზე მივაწოდოთ პროკლამაციები თუ ბროშურები. თუ დიდი დასახლებებია, მაგალითად, რეგიონული მნიშვნელობის ქალაქები, სადაც გვაქვს რამდენიმე პრინტერი, ვბეჭდავთ და შეთანხმებულ ადგილზე ვმალავთ, საიდანაც მიაქვთ და ავრცელებენ“, - ამბობს „ყვითელი ლენტის“ ინკოგნიტო აქტივისტი.

როგორ არის ორგანიზებული მოძრაობის მუშაობა

„ყვითელი ლენტი“ ცდილობს იმოქმედებს დეცენტრალიზებულად, რათა ყველაფერი არ იყოს დამოკიდებული ჩატბოტის ადმინების ინიციატივებზე. „ყვითელ ლენტში“ ადამიანები მუშაობენ ანონიმურად, მათ არავინ კრებს რაღაც ჯგუფში, არ იციან სხვა აქტივისტების ვინაობა. ეს კეთდება უსაფრთხოების გამო. რომელიმე აქტივისტის დაკავების ან დაპატიმრების შემთხვევაში, დანარჩენი ქსელი უსაფრთხოდ განაგრძობს მოქმედებას .

ზოგიერთ დიდ ქალაქში მოძრაობის აქტივისტებს თავიანთი იატაკქვეშა საბეჭდი მოწყობილობები აქვთ. ოკუპაციის სიღრმეში (თუნდაც მელიტოპოლსა და ენერგოდარში) რთულია საქმიანობის დისტანციურად ორგანიზება. ამიტომ „ყვითელი ლენტი“ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ადგილებზე მუშაობას.

რას აკეთებს „ყვითელი ლენტი“

უკრაინის სახელმწიფო სიმბოლიკის, პროკლამაციების, ლენტებისა და ანტისაოკუპაციო თემატიკის გრაფიტის ღია საჯარო სივრცეებში გავრცელების გარდა, „ყვითელი ლენტი“ ცდილობს შეაგროვოს ინფორმაცია როგორც რუსეთის საოკუპაციო ჯარების გადაადგილების, ასევე კოლაბორანტებისა და ჯალათების შესახებ. რაც უფრო მეტი აქტივისტი მოქმედებს მეტ დასახლებულ პუნქტში, მით უფრო სანდო, მრავალფეროვანი და ზუსტია მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია. ვერიფიკაციის შემდეგ ინფორმაცია გადაეცემა უკრაინის შესაბამის სამსახურებს. ყველა ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია კოლაბორანტებსა და ჯალათებთან, ჩატბოტის საშუალებით გადაეცემა უკრაინის უშიშროების სამსახურსა და გენერალურ პროკურატურას.

რამდენი აქტიური მხარდამჭერი ჰყავს „ყვითელ ლენტს“

„ყვითელი ლენტი“ აერთიანებს 7 ათასამდე აქტივისტს. მართვისთვის შექმნილი ჩატბოტი ტელეგრამში დაცული, უსაფრთხო მესინჯერებით. ბოტი მუშაობს ავტონომიურად, ანუ აგზავნის დავალებას, სწრაფად ამოწმებს, ადასტურებს და იძლევა წვდომას სხვა დავალებებზე.

„ყვითელ ლენტში“ აცხადებენ, რომ ორგანიზაციას 7 ათასზე გაცილებით მეტი ადამიანი თანაუგრძნობს. უბრალოდ ბევრი მხარდამჭერი ვერ ბედავს ჩატბოტის გახსნას. ბევრია ისეთი, ვინც „ყვითელი ლენტის“ პროკლამაციების ან გრაფიტის კუსტარულ, თავისი ხელით დამზადებულ ასლებს ავრცელებს. ამგვარი აქტივობების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა უხვადაა ინტერნეტში.

„ყვითელი ლენტი“ ანექსირებულ ყირიმში

ყირიმში, დაახლოებით აგვისტოს შუა რიცხვებიდან, როდესაც აქტიურად დაიწყო „ბავოვნა“ (უკრაინაში ასე ირონიულად მოიხსენიებენ აფეთქებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რასაც რუსი ოფიციალური პირები სიტყვა "хлопóк"-ით აღწერენ), ხალხმა აქტიურად დაიწყო მოძრაობასთან თანამშრომლობა. ამჟამად ყირიმში წინააღმდეგობის ძალებში თითქმის 4000 კაცი და ქალი ირიცხება. ანუ, ახლა მოძრაობის უმეტესი ნაწილი სწორედაც ყირიმის წინააღმდეგობაზე მოდის.

ძირითადად, ახალგაზრდები არიან, რომლებზეც ამბობდნენ, რომ ისინი „დაიკარგნენ“, რადგან ოკუპაციაში გაიზარდნენ. თუმცა, როგორც „ყვითელ ლენტში“ ამბობენ, აღმოჩნდა, რომ ყველაზე აქტიური სწორედ ეს ასაკობრივი ჯგუფია. შესაბამისად, ეს 4000 ადამიანი მოქმედებს ნამდვილი არმიასავით, რომელსაც ყოველდღე უერთდება ანექსირებულ ნახევარკუნძულზე მცხოვრები მეტი და მეტი ადამიანი.

რაც შეეხება ახალ ოკუპირებულ ტერიტორიებს - ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებს - ხალხი უფრო აქტიურია, რადგან უკრაინელებმა იციან, რომ ერთი წლის წინ ისინი არ იყვნენ ოკუპაციის ქვეშ, რომ ომის ერთი წლის განმავლობაში უკიდურესად ცუდ პირობებში მოუწიათ ცხოვრება. მათ საკუთარი თვალით ნახეს ხერსონელთა მაგალითი, როგორი მედგარი წინააღმდეგობა გასწიეს, როგორ იბრძოლეს თავისუფლებისთვის და როგორ დაუფასდათ თავდადება.

ხარკოვის ოლქშიც, როცა მისი ნაწილი ოკუპირებული იყო, ადგილობრივმა აქტივისტებმა დიდი სიმამაცით იბრძოლეს. მაგალითად, ვოლჩანსკში „ყვითელი ლენტი“, სადაც კი ხელი მიუწვდებოდა, ყველგან აღმართავდა უკრაინის დროშას, რუსეთის სახელმწიფო სიმბოლიკას კი ანადგურებდა.

2014 წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე გარკვეული წინააღმდეგობა ყოველთვის იყო, მაგრამ ფართო საინფორმაციო გაშუქებასა და აქტიურ ფაზას მხოლოდ ხერსონში „ყვითელი ლენტის“ ფენომენის გაჩენის შემდეგ მიაღწია. სწორედ ამან შთააგონა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში მცხოვრებნი. რუსული საოკუპაციო ადმინისტრაციის რეპრესიული ზომების გამო იქ მუშაობა ძალიან რთულია, თუმცა, ამის მიუხედავად, „ყვითელი ლენტის“ მოძრაობას ამ რეგიონებში მცხოვრები ასეულობით ადამიანი შეუერთდა.

როგორც „ყვითელი ლენტის“ დამფუძნებელი ივანი ამბობს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები ხშირად სწერენ სამადლობელ წერილებს:

„გმადლობთ მხარდაჭერისთვის, რომელიც გვაძლევს ძალას არ ავიღოთ რუსული პასპორტი, არ ვითანამშრომლოთ კოლაბორანტებთან“.

„ყვითელი ლენტის“ მოქმედებით გამხნევებული ბევრი მასწავლებელი ბოიკოტს უცხადებს რუსეთის საგანმანათლებლო პროგრამას. სამსხაურის დაკარგვის რისკის მიუხედავად, პრინციპულად არ ასწავლიან ამ პროგრამით. ისინი ცდილობენ მოტივაცია გაუჩინონ თავიანთ სტუდენტებსა და მოსწავლეებს, რათა ოკუპაციის პირობებში არ დაკარგონ პროუკრაინული განწყობები.

საოკუპაციო ძალების რეაქცია

რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაცია ცდილობდა „ყვითელი ლენტის“ წარმოჩენას ხელოვნურ წინააღმდეგობად, რომ ვითომ ფოტოები გადაღებულია კიევში ან უკრაინის სხვა არაოკუპირებულ ქალაქებში, თუმცა „ყვითელი ლენტის“ აქტივისტებმა დაიწყეს ფოტოების გადაღება იოლად ამოსაცნობ ადგილებში: ქუჩებში, ძეგლებთან, მემორიალურ დაფებთან და ა.შ. ამან დიდი დისკომფორტი შეუქმნა ოკუპანტებს. ხერსონი სრულად გადაჭრელებული იყო ყვითელი ლენტებითა და უკრაინული ანბანის ї ასოთი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინული ენის მხარდაჭერის სიმბოლოდ ითვლება. ოკუპანტები და კოლაბორანტები ამას ყოველდღე ხედავდნენ და, რა თქმა უნდა, არ მოსწონდათ. დიდი ყვითელი ლენტი იყო დახატული საოკუპაციო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის სტრემუსოვის სახლზე ხერსონში, რაც წინააღმდეგობის მნიშვნელოვანი სიმბოლო იყო.

რუსეთის მიერ დანიშნული ხელისუფლება ცდილობდა აქტივისტების გამოვლენა-დასჯას, ცდას არ აკლებდა წინააღმდეგობის ჩახშობას. რამდენიმე აქტივისტი დააკავეს და დაკითხეს, ეცადნენ მთელი ქსელის გამოვლენას მელიტოპოლსა და ხერსონში.

ცხადია, წინააღმდეგობის მოძრაობაში ყოფნა შეიცავს სიცოცხლისათვის სახიფათო რისკებს. მაგრამ, როგორც „ყვითელი ლენტის“ წევრები ამბობენ, ყველაზე საშიში უმოქმედობაა:

„აქტივისტებს აკავებენ, უწყობენ დაკითხვებს... ზოგიერთთან დავკარგეთ კონტაქტი და უცნობია, რა დაემართათ მათ. ჩვენ არავის მოვუწოდებთ მოძრაობის საქმიანობაში ჩართვისკენ. „ყვითელი ლენტი“ საკოორდინაციო ცენტრია. ადამიანების სურვილია მიიღონ მონაწილეობა წინააღმდეგობის მოძრაობაში. კოორდინაციის გარეშე, ყველაფერი ბევრად უარესად იქნებოდა. ოკუპაციაში მყოფ მოსახლეობას სურს სარგებელი მოუტანოს თავის სამშობლოს: მიაწოდოს თავისიანებს ოკუპანტი რუსების შესახებ ინფორმაცია, გასწიოს წინააღმდეგობა, შეახსენოს ბებია-ბაბუებს, რომ არ აიღონ რუსული პენსიები და რუსული პასპორტები, დახატონ მამხილებელი გრაფიტები, დააშინონ რუსები პროკლამაციებით. ეს ყველაფერი სახიფათოა, მაგრამ უკრაინელები ამჯობინებენ მოქმედებას. „ყვითელმა ლენტმა“ სიმხნევე შეჰმატა მათ. უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ყოველი დასახლებული პუნქტის დეოკუპაცია საგრძნობლად ზრდის წინააღმდეგობაში ჩართული ადამიანების რიცხვს“, - ამბობს რადიო თავისუფლების ანონიმი რესპონდენტი.

აქტივისტებისთვის შექმნილია უსაფრთხოების ინსტრუქციები, რომლებიც ჩატბოტშია: დავალების დაწყებამდე უმჯობესია, თუ აქტივისტი აიღებს სათადარიგო ტელეფონს ან გაწმენდს ძირითადს; წაშლის ზედმეტ ინფორმაციას მოძრაობისა და მიღებული დავალებების შესახებ; წაშლის მიმოწერასა და ფოტოებს; გამოიცვლის ტანსაცმელს; ხშირად შეცვლის მოძრაობის მარშრუტებს ისე, რომ შეუძლებელი იყოს მისი თვალთვალი; არ გარისკავს, რისთვისაც ასევე ასწავლიან ვითარების შეფასების უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

„ყვითელი ლენტის“ ერთ-ერთი მასშტაბური აქცია დევიზით „ოკუპაცია დროებითია“ გაიმართა 25 თებერვალს: აქტივისტებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე Z სიმბოლო ლურჯი და ყვითელი ფერის ქვიშის საათად აქციეს.

„ყვითელი ლენტის“ ამგვარი აქტივობები მოქმედებს ოკუპაციაში მცხოვრებ უკრაინელებზე, რადგან ხედავენ, რომ მიტოვებულები არ არიან, რომ ვიღაც მათსავით უკმაყოფილოა ოკუპაციით და ყველაფერი ისე ცუდადაც არ არის, როგორც ამას რუსული პროპაგანდა წარმოაჩენს.

რა შეცვალა ევროკავშირის პრემიამ?!

სახაროვის პრემიის მიღების შემდეგ „ყვითელ ლენტს“ მნიშვნელოვნად გაუადვილდა უკრაინის საინფორმაციო ბაზარზე მუშაობა, გარკვეული მასალის გამოქვეყნება მედიაში, ტელეგრამის არხებში, რადგან „ყვითელმა ლენტმა“ შექმნა გარკვეული ბრენდი, რომელსაც აქვს ავტორიტეტი და ნდობის მაღალი ხარისხი. აღიარების მიღების შემდეგ ბევრად უფრო ადვილი გახდა ფართო აუდიტორიისათვის ხმის მიწვდენა, იმის ჩვენება, რომ უკრაინელები ოკუპაციას არ შეეგუვნენ, რომ ისინი აგრძელებენ ბრძოლას და, რომ მათ მხარდაჭერა სჭირდებათ.

როგორც „ყვითელ ლენტში“ აცხადებენ, მოძრაობის ისტორია უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლების შემდეგაც არ დასრულდება.

„ჩვენ შეგვიძლია ვიმოქმედოთ, როგორც რესურსმა, რომელიც მიაწვდის ადამიანის უფლებების დარღვევის მტკიცებულებებს იმ ინსტიტუტებსა და მექანიზმებს, რომლებიც სამომავლოდ შეიქმნება რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოსაძიებლად. მონაწილეობას მივიღებთ ომის დროს დანგრეული სახლების რეკონსტრუქციისა და დეპორტირებული უკრაინელების დაბრუნებაში. გარდა ამისა, შეგვიძლია გავაგრძელოთ ინფორმაციული წინააღმდეგობა რუსების მიმართ, რასაც ისედაც ვაკეთებთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ყვითელი ლენტის“ წარმომადგენელმა.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Экскурсоводы из Архангельска знакомят посетителей выставки «Россия» с достижениями регионов страны



Мода

В российских регионах в 2024 году начнут работу магазины «Петербургского дизайна»




Українські новини

Депутат Миколаївської облради Кормишкін вперше опублікував своє весільне фото



Новости 24 часа

Героическое участие армян в СВО. Часть третья



Game News

Star Wars: Hunters выпустят по всему миру в начале июня



Москва

6 городов России, где можно увидеть белые ночи кроме Санкт-Петербурга



News Every Day

Online Alarm Clock for efficient time management



Блоги

Культура России: как прошёл конкурс бурятского языка для детей в Бурятии?



Москва

Культивацию посевов провели в Ульянинском лесопитомнике



Тимати

Возлюбленная Тимати ответила на слухи о пластике



Москва

Москвич жестоко избил сына ложкой для обуви и пытался выдавить ему глаз



WTA

Потапова и Павлюченкова вышли в полуфинал турнира WTA в Мадриде в парном разряде



Москва

СЛД «Смоленск» филиала «Московский» ООО «ЛокоТех-Сервис» в рамках акции «Неделя без турникетов» посетило 150 учащихся



Диана Шурыгина

«За границей расцвела». Выяснились подробности личной жизни Шурыгиной



Симферополь

Еженедельный вестник катастроф



Москва

Производственные площадки АО «Желдорреммаш» в апреле посетило более 4700 школьников и студентов



Москва

Собянин: На Пасху городской транспорт будет работать дольше



Москва

Работники СЛД «Узловая» филиала «Московский» ООО «ЛокоТех-Сервис» приняли участие региональном этапе «Время молодых. Работники»



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

Магнитная буря 2 мая может спровоцировать северное сияние в Москве

ПВХ-лодки Хантер, как выбрать и где купить?

Героическое участие армян в СВО. Часть третья

Форум Доноров представил результаты первой лаборатории проекта «Музеи и меценаты»


Москва

Магнитная буря 2 мая может спровоцировать северное сияние в Москве






Rss.plus

Героическое участие армян в СВО. Часть третья

Продвижение новых песен с высоким результатом

6 городов России, где можно увидеть белые ночи кроме Санкт-Петербурга

Росгвардейцы из Минусинска заняли призовое место на Межрегиональном турнире по пулевой стрельбе, посвященном памяти Героя России Ивана Кропочева

Moscow.media
Москва

Сергей Собянин. Главное за день



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Валерий Гергиев

Собянин поздравил народного артиста России Валерия Гергиева с днём рождения




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Тулячка заняла первое место в международных спортивных играх детей городов-героев

Жулин заявил, что ему нужен миллион рублей для комфортной жизни в Москве

Росгвардейцы обеспечили безопасность во время футбольного матча в Москве


Даниил Медведев

Медведев сыграет с Бубликом в Мадриде 



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

В Москве сломали позвоночник мальчику, добровольно не освободившему качели



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России