Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", უარი თქვას "აგენტების" კანონპროექტების განხილვაზე - მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები

მოვუწოდებთ

კონფლიქტებით დაზარალებულ პირთა უფლებებსა და მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები საერთო განცხადებას ავრცელებენ ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების კანონპროექტებზე და წერენ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები ეწინააღმდეგება საქართველოს ხალხის ისტორიულ არჩევანს - ევროკავშირთან ინტეგრაციას.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ "ქართულ ოცნების" ხელისუფლებას, უარი თქვას შემოთავაზებული კანონპროექტების განხილვაზე:

"ამის ნაცვლად, მან უნდა დაიწყოს აქტიური საშინაო და საგარეო პოლიტიკური პროცესი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად და დააბრუნოს საქართველოს უსაფრთხოების და სამშვიდობო პოლიტიკა ევროპული უსაფრთხოების დღის წესრიგში".

ორგანიზაციები ინიციირებულ კანონპროექტებს რუსულს და ანტიქართულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ისინი შეუთავსებელია დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებთან, ადამიანის უფლებებთან და საქართველოს საგარეო პოლიტიკის გაცხადებულ მისწრაფებებთან.

"მშვიდობა და მისი მშენებლობა ევროკავშირის ფუძემდებლური პრინციპია და სწორედ ევროპული ოჯახის წევრობა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების გარანტიები იქნებოდა ქართველ, აფხაზ და ოს ხალხს შორის ნდობის აღდგენისა და მშვიდობიანი თანაარსებობის გარანტი.

ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობდეს უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ომის შემდეგ შეცვლილ გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქართველოს ეროვნული ინტერესების აქტიურ გატანას ევროპულ ინსტიტუტებში და აფხაზური და სამხრეთოსური საზოგადოებებისთვის ალტერნატიული სამშვიდობო წინადადებების შეთავაზებას, ის ახალი ტიპის კრიზისებს ქმნის ევროპულ ინსტიტუტებთან ურთიერთობაში და აღრმავებს პოლარიზებას შიდა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დონეზე", - წერია განცხადებაში.

ორგანიზაციები ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოში "აგენტების" შესახებ კანონის მიღებაც კი საქართველოს, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოს აღქმას ასუსტებს: "ეს რეალობა მძიმე გავლენას მოახდენს გამყოფი ხაზის იქით მცხოვრებ საზოგადოებებთან დიალოგისა და ნდობის აღდგენის პროცესზეც, რა ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებულ სამშვიდობო პოლიტიკასაც".

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად მზად არის კანონპროექტები „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ, რომელთა ავტორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დაჩი ბერაია, ვიქტორ ჯაფარიძე, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა და ზაალ მიქელაძე.

პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელზეც დეპუტატები მიმდინარე კვირის დღის წესრიგს განსაზღვრავენ, დღეს, 10:00 საათზე გაიმართება. როგორც უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, "აგენტების" შესახებ კანონპროექტების პლენარულ სესიაზე გატანა ხუთშაბათს, 9 მარტს, იგეგმება.

საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც მხარს უმრავლესობის დანარჩენი წარმომადგენლებიც უჭერენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.

პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების ავტორთა მტკიცებით, მათ მიერ მომზადებული ერთი პროექტი ამერიკული კანონის თარგმანია, მეორე კი, გაცილებით ლიბერალური ვარიანტი და ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს.

ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტები საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიუ-იორკში, გაეროს ფორუმზე გააკრიტიკა.

„ჩემს ქვეყანაში ზოგიერთი ჯგუფის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, და რომელშიც, უნდა ითქვას, რომ უმეტესი წილი ქალ აქტივისტებს უჭირავთ, უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციის, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და რეალურად, ჩვენი ევროინტეგრაციის გზისთვის“, - თქვა მან.

ხელმომწერი ორგანიზაციები და პირები:

სოციალური სამართლიანობის ცენტრი;

ი/გ/პ/ ქალთა ასოციაცია “თანხმობა”;

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი;

ქალთა ფონდი “სოხუმი”;

კავკასიური სახლი;

მცხეთა მთიანეთის რეგიონული ჰაბი;

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);

მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის (PIP);

მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი (CPCD);

ერგნეთის აგვისტოს ომის მუზეუმი;

Სტუდია რე;

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);

ახალგაზრდული ალტერნატივა;

ქალთა ასოციაცია ,,ვაკეთოთ ერთად";

კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის;

ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი;

მოძრაობა აფხაზეთისთვის;

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი;

ასოციაცია “მერკური”;

აქტ ფორ თრასნსფორმეიშნ-ის კაუკასუს ოფისი;

ქალთა ფონდი საქართველოში;

ფონდი აფხაზინტერკონტი AIC;

გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო კავშირი “მომავლის ცხინვალი”;

მარინა ფაღავა, კავკასიური დიალოგი;

პაატა ზაქარეიშვილი, ექსპერტი;

ნათია ჭანკვეტაძე, PhD კანდიდატი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი;

დავით ბრაგვაძე, ანალიტიკოსი;

ივლიტა გოგუა, საინფორმაციო სააგენტო FirstNews.ge;

რუსუდან ფუხაშვილი, PhD საერთაშორისო ურთიერთობებში, მკვლევარი.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Фестиваль-конкурс любительских творческих коллективов объединит в Архангельске хореографию, цирк, театр и балет



Мода

Делаем образ стильным при помощи одной яркой детали






103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

Проект «Московское долголетие» открыл свыше 600 групп по вокалу в столице

«Это не приговор»: что такое кольца Венеры на шее и как от них избавиться

Собянин сообщил о планах благоустройства на северо-востоке Москвы

В Тульской области за три месяца снизилась рождаемость и увеличилась смертность


Москва

Дмитрий Бикбаев готовит премьеру театрального проекта, основанного на личных переживаниях






Rss.plus
Moscow.media
Москва

Сергей Собянин сообщил о планах благоустройства на северо-востоке Москвы



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Shaman

Shaman спел хит «Я русский» посреди улицы в Рязани




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Никакой магии! В спортивном прогнозировании не бывает безусловных выигрышных стратегий

Полезные приложения для поклонников спортивной ходьбы

Сергей Лёвкин: в Митине завершат возведение физкультурно-оздоровительного комплекса


WTA

Азаренко вышла в четвертьфинал турнира WTA-1000 в Риме



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Game News

Badlands Champions 1.5.141



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России