Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნების აგენტებს და არც უცხო ქვეყნის მსახურებს - ღარიბაშვილი

ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნების აგენტებს და არც უცხო ქვეყნის მსახურებს - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას გამოეხმაურა და თქვა, რომ ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს. ამის შესახებ მან ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ღარიბაშვილმა პროტესტში მონაწილე ადამიანებს, ოპოზიციას მოუწოდა, რომ "მათი აჟიოტაჟი არის უბრალოდ სპეკულაცია" და "სულ ტყუილად ირჯებიან".

"ყველა უნდა შეეგუოს მარტივ მოცემულობას და ჭეშმარიტებას: ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს. ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს. ეს მინდა გითხრათ. მე ერთი რამ მინდა შევახსენო ყველას, მათ შორის დესტრუქციულ, რადიკალურ ოპოზიციას - სრული ლუსტრირება მოხდა იმისა, ვის ემსახურებიან ეს ადამიანები. ეს ტრაგედიაა, რომ ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ არიან პოლიტიკაში, მაგრამ ხალხი ბრძენია.

ამ ადამიანებმა, როცა იყვნენ ხელისუფლებაში, ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა... ყოველგვარი მათი ეს აჟიოტაჟი არის უბრალოდ სპეკულაცია, სულ ტყუილად ირჯებიან. იმ დონეზე დაეცა ეს ორგანიზაცია ["ნაციონალური მოძრაობა"], რომ მათი ტელევიზია პირდაპირ მოუწოდებდა საზოგადოებას იარაღის ხელში აღებისკენ. ჩანს, რამდენად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან. ჩვენ, ხელისუფლება, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველვყოფთ, მაგრამ არავის ვაპატიებთ არცერთ უკანონო ქმედებას. ასე რომ, ყველა დამშვიდდეს, მშვიდად უნდა ვმართოთ ეს პროცესი", - თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა კომენტარისას ასევე ისაუბრა არასამთავრობო სექტორზე და მათი ნაწილი "სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაში" დაადანაშაულა:

"გასაგებია, ბევრისთვის მიუღებელი საკითხი შეიძლება იყოს, მაგრამ ხელისუფლება იმიტომ ვართ, რომ რაც სჭირდება ქვეყანას და ხალხს, ის გავაკეთოთ. აი, მაგალითად, ჩვენ ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცით, რომელიც პირდაპირ ებრძვის სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფოს ინტერესებს.

ვიცით ბევრი ორგანიზაცია, რომელიც უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებით ატარებდნენ ანტისამთავრობო მიტინგებს, ბევრ პროვოკაციულ ღონისძიებებს, რომელიც არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათი ეს დაფინანსება არაა გამჭვირვალე. მეორეს მხრივ, ისინი მოგვიწოდებენ, რომ სრულად გამჭვირვალე უნდა იყოს მთავრობის საქმიანობა. ჩვენ გამჭვირვალე ვართ, მოწინავე მთელ მსოფლიოში, იგივე ბიუჯეტის გამჭვირვალობით პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში. ამიტომ მე ვფიქრობ, უსაფუძვლოა ეს კამპანია, რაც მიმდინარეობს.

მესმის, რომ მათთვის მტკივნეულია, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ათეულობით მილიონი დოლარის გრანტს იღებდნენ და არავითარი გამჭვირვალობა, ინფორმაცია, ანგარიშვალდებულება ჩვენი ხალხის წინაშე არ არსებობდა".

გუშინ, 6 მარტს, ირაკლი ღარიბაშვილმა ბერლინის ტურისტული გამოფენის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო "ისე ახლოსაა ცივილიზაციურ არჩევანთან, როგორც არასდროს".

"თითოეული ქართველის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ მალე დადგეს დღე, როდესაც ევროპის რუკაზე საქართველო საბოლოოდ დაიმკვიდრებს ადგილს, რომელსაც ჩვენი ისტორიითა და კულტურით, ჩვენი წარსულითა და თანამედროვეობით ვიმსახურებთ; დღე, როდესაც თქვენთან ერთად ამაყად ვიტყვით: ევროპაში ჩვენ მასპინძლები ვართ".

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტები პარლამენტში პირველი მოსმენით განსახილველად მზად არის. პირველი მოსმენით კანონპროექტებს, სავარაუდოდ, 9 მარტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ და მიიღებენ.

საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც მხარს უმრავლესობის წარმომადგენლები უჭერენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.

პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების ავტორთა მტკიცებით, მათ მიერ მომზადებული ერთი პროექტი ამერიკული კანონის თარგმანია, მეორე კი გაცილებით ლიბერალური ვარიანტი და ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Фестиваль-конкурс любительских творческих коллективов объединит в Архангельске хореографию, цирк, театр и балет



Жизнь

В Армении прошел крупнейший на постсоветском пространстве «Бессмертный полк». Видео. Фоторяд






103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

Челябинские туристы попали в ловушку Агурского ущелья под Сочи

Благодаря поддержке Москвы производители увеличат объемы выпуска товаров

Патриотическую акцию «Синий платочек» провели в Нижнем Новгороде в день прибытия «Поезда Победы»

Синоптик Шувалов: солнечная и магнитная активность слабо влияют на погоду


Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о поддержке организаций и ИП в Белгороде






Rss.plus
Moscow.media
Москва

Собянин рассказал о работе сервиса «Вместе с культурой»



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Композитор

Композитор Классической музыки




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Инсайты, стратегии и нетворкинг для профессионалов: 21 июня пройдет ежегодный форум «Спорт и Бизнес»

Звезды спорта. Кто они такие и почему их так называют?

В Подмосковье сотрудники ОМОН «Русич» Росгвардии приняли участие в церемонии открытия соревнований по дзюдо среди детей и подростков


Анна Калинская

Калинская проиграла Свитолиной и не смогла выйти в 1/8 финала турнира в Риме



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Театр

Бурятский госцирк представил новое руководство: Театр и цирк, Россия и культура, дети



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России