Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ლანა ღოღობერიძე: თითქოს უკვე ყველაფერი ითქვა… და მაინც მინდა დავამატო კიდევ რაღაც, ძალიან პირადი

“თითქოს უკვე ყველაფერი ითქვა… და მაინც მინდა დავამატო კიდევ რაღაც, ძალიან პირადი.
და მახსენდება…1937 წელი. საყოველთაო შიშის ატმოსფერო.8 წლის ვარ. მოვდივარ ქუჩაში. მხვდება ჩვენი სახლის ხშირი სტუმარი, რომელიც ძალინ მიყვარს. გახარებული ვეძახი, ის კი – დამინახავს და გარბის. მე ვერ ვხვდები, რა ხდება და მივდევ…
1989 წლის 9 აპრილის ღამე.
ხალხით გადავსებული რუსთაველი. განსაცდელის მოლოდინი. მღერიან უსინათლოები. წამოვიდა წვიმა. საიდანღაც გაჩნდა ცელოფნის გადასაფარებლები.. ადამიანებმა სანთლები აანთეს. სანთლების მოციმციმე შუქით განათებული ცელოფნები რაღაც არაამქვეყნიურის განწყობას ქმნიდა. ისმოდა უსინათლოთა სიმღერა.მხატვრის სახლის ფანჯრიდან დავინახეთ, როგორ შემოვიდა თავისუფლების მოედანზე ტანკების კოლონა.მერე იყო ქაოსი. ტანკები ხალხში შემოიჭრენ. ატყდა ალიაქოთი. ჩვენთან ახლოს ვიღაც დაეცა. მე და ნუცა გავრბოდით, და ფეხდაფახ მოგვდევდა ნაჯახშემართული, ჩაფხუტიანი ჯარისკაცი.როგორღაც ქაშვეთის ეზოში ჩავხტით…იმ მართლაც საზარელი ღამიდან ეს ხატი გამომყვა სამუდამოდ, – ნაჯახშემართული ჯარისკაცი, რომელიც მოგდევს – საბჭოთა იმპერიის სიმბოლო. მაგრამ დამრჩა ამის საპირისპირო, ძალიან ამაღლებული ხატიც: ერის არნახული ერთიანობის განცდა. მაშინ მართლაც ყველა ერთად ვიყავით – ეროვნული მოძრაობა, ხალხი, ინტელიგენცია, ემიგრანტები, ქართული მილიცია… და ხელისუფლების ერთი ნაწილი.
და კიდევ ერთი მოგონება: ერთი წვიმიანი, ქარიანი დღე. სტრასბურგი. 1999 წლის 27 აპრილი.
ჩვენ, საქართველოს წარმომადგენლები – საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო დელეგაცია, ევროპელთა დიდ ოჯახთან ერთად, ვდგავართ ევროსაბჭოს შენობის ფასადის წინ და სუნთქვაშეკრულნი ვადევნევნებთ თვალს, როგორ მიიწევს ცისკენ საქართველოს დროშა. მთელი ჩვენი სისხლიანი ისტორიის მანძილზე ყოველთვის ვიყავით მარტო, პატარა, ეული და უნათესაო ერი, გარშემორტყმული დიდი იმპერიებით, რომლებიც გვიპყრობდნენ, გვაჩანაგებდნენ… მაგრამ ჩვენ გადავრჩით და მოვედით დღევანდელ დღემდე იმიტომ, რომ არ ვყრიდით ფარ-ხმალს, ვიბრძოდით და ზურგს გვიმაგრებდა თავისუფლებისკენ შეურყეველი სწრაფვა, ეროვნული ღირსების განცდა და ათასწლოვანი მდიდარი კულტურა.
დროშა გაჩერდა, დაიმკიდრა თავისი ადგილი საფრანგეთის და გერმანიის დროშებს შორის.
და ჩვენ გვწამდა: ეს იყო ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც უდიდესი დღე, ისტორიულად დეტერმინირებული მარტოობის დაძლევის დღე. თანასწორობის საფუძველზე მსოფლიოს ყველაზე უფრო განვითარებული, ცივილიზებული, კულტურული ოჯახის წევრად გახდომის დღე. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს აქტი ევროპის კარის მხოლოდ შეღებას ნიშნავდა, მაგრამ მომავალში წინ ევრო კავშირის კონტურები გველანდებოდა! და ევროპაში საბოლოო გაერთიანების პროცესი შეუქცევადად გვესახებოდა…
და რა ხდება დღეს?
როცა ისმენ ყველა ჩვენი სტრატეგიული მეგობრის – ევროკავშირის, გაეროს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეების, სხვადასხვა ევროპული ქვეყნების ელჩების ერთსულოვან განცხადებებს იმის შესახებ, რომ კანონი შეაფერხებს, თუ ბოლოს მოუღებს ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს, ისევ გეუფლება თითქოს სამუდამოდ დაძლეული განცდა: ნუთუ შენი ქვეყანა ისევ უნდა იყოს მარტო სამყაროსა და ისტორიის წინაშე?ნუთუ მარტოობა ჩვენი ბედისწერაა?!
როცა ხედავ ყოველგვარი წინსვლის ძირგამომთხრელ დაპირისპირებას ქვეყნის შიგნით – პარლამენტში თუ ქუჩაში, ხვდები, რომ იმ საბედისწერო დროს მიღწეულ ერთიანობაზე ოცნებაც კი მიუღწეველი ხდება, რომ საბოლოოდ ვყალიბდებით ერთმანეთის მიმართ სიძულვილით სავსე საზოგადოებად.
და დღეს მე ვსვამ კითხვას: გვინდა იმ წარსულში დაბრუნება?გვინდა ისევ მარტონი და დაუცველები აღმოვჩნდეთ მოძალადე, დრომოჭმული იმპერიული ამბიციებით შეპყრობილი რუსეთის წინაშე?
თუ იქნებ ვცადოთ ასეთი წარმოუდგენელი რამ: დავდგეთ ყველა ერთად – ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, ხელისუფლება (!), პიროვნებები და ევროპისკენ სვლა მართლაც შეუქცევადი გავხადოთ?
ფოტოზე: ევროსაბჭოში მიღებას მილოცავს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ინგლისის ლორდთა პალატის წევრი ლორდი რასელ ჯონსტონი.” – წერს ლანა ღოღობერიძე.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Фестиваль-конкурс любительских творческих коллективов объединит в Архангельске хореографию, цирк, театр и балет



Мир

Студенты городских образовательных учреждений проходят практику в Marins Park Hotel Новосибирск






103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

Глава Центробанка РФ: "Я вижу в ЦФА большой потенциал"

Творог у порога: в молочной продукции нашли опасные примеси

Подледное задание: российские полярники пробурят новые скважины в Антарктиде

Армяне России поддерживают движение «Тавуш во имя Родины»


Москва

Армяне России поддерживают движение «Тавуш во имя Родины»






Rss.plus
Moscow.media
Москва

Собянин: Московскому метрополитену исполнилось 89 лет



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Композитор

Композитор Классической музыки




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Стартовал финальный этап всероссийского футбольного турнира «Будущее зависит от тебя»

Инсайты, стратегии и нетворкинг для профессионалов: 21 июня пройдет ежегодный форум «Спорт и Бизнес»

Строительные леса обрушились у здания спортшколы на Новочеремушкинской улице


Карен Хачанов

Хачанов проиграл Табило в 1/8 финала «Мастерса» в Риме



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Более 5 км теплосетей капитально отремонтируют в Люберцах в этом году



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России