რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა
რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გათავისუფლებულია 90 სამხედრო მოსამსახურე. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ გაცვლის ფარგლებში ტყვეობიდან დაბრუნდა 130 ადამიანი.
„ეს არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების მეომრები, ეროვნული გვარდიის წევრები, მესაზღვრეები, ტრანსპორტის სპეციალური სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები“, - დაწერა ერმაკმა ტელეგრამის არხში. „მათ შორის არის მარიუპოლის 87 დამცველი, რომელთაგან 71 ‘აზოვსტალიდანაა’. ასევე ვაბრუნებთ ბახმუტისა და სოლედარის რაიონში ტყვედ აყვანილებს - მთლიანობაში 35 ადამიანს დონეცკის მიმართულებიდან.“
ერმაკმა დასძინა, რომ ტყვეთა უმრავლესობას, რომლებიც ამ გაცვლის ფარგლებში ბრუნდებიან, მძიმედ დაჭრილები შეადგენენ.