მიხაილო პოდოლიაკი: …რაც მთავარია, არასოდეს არ უნდა უსმინო რუსეთს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი აუცილებლად გახდება.
„არ შეიძლება, „უცხო ქვეყნის აგენტებზე“ რეპრესიული კანონების მიღება, ან თავისუფლების მსურველი მოქალაქეების ცემა, ან სვლა ევროპისკენ, მაგრამ ყურება რუსეთისკენ. არ შეიძლება, ნელ-ნელა კლავდე შენს პრეზიდენტს ციხეში და რაც მთავარია, არასოდეს არ უნდა უსმინო რუსეთს. საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი და ევროპული“, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.