საქართველოს პრეზიდენტი ჯო ბაიდენის მრჩეველს ჯეიკ სალივანს შეხვდა
„საქართველო მადლიერია ამერიკის შეერთებული შტატების ქართველი ხალხის მხარდაჭერისათვის, და მისი ერთგულებისათვის დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით", - დაწერა შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერის" ანგარიშზე.
ვაშინგტონში ჩასვლამდე სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო ნიუ-იორკში, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაში.

