პრაღაში საქართველოს საელჩოსთან სტუდენტებმა საქართველოს ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია გამართეს
„ჩვენი მოთხოვნაა ის, რომ საქართველომ უნდა იაროს ურყევად ევროკავშირისკენ. რუსული კანონის გაწვევა უნდა დასრულდეს პრორუსული მთავრობისა და პარლამენტის ცვლილებით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ეკონომიკის დოქტორმა, ნიკოლოზ კუდაშვილმა.
ბოლო რამდენიმე დღეა, თბილისში იმართება აქციები იმ კანონპროექტების გასაპროტესტებლად, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის, "ხალხის ძალის" მიერ იყო ინიციირებული. ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვეტილება შეცვალა. კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტმა მეორე მოსმენით დღეს, 10 მარტს ჩააგდო.
თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად ამ დღეებში ქართველი ემიგრანტებისა და სტუდენტების აქციები მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ დედაქალაქში იმართება.

