Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

„შენ არ იცი, რას მიკეთებს, როცა მასთან მარტო ვრჩები“- დები ბიძას სექსუალური ძალადობისთვის უჩივიან

„შენ არ იცი, რას მიკეთებს, როცა მასთან მარტო ვრჩები“- დები ბიძას სექსუალური ძალადობისთვის უჩივიან

55 წლამდე კაცის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ორი მუხლით -14 წელს მიუღწეველი პირის გაუპატიურებისა და გარყვნილი ქმედების მუხლებით. პროკურატურამ დაზარალებულად ცნო დები, რომლებიც ბიძას ათეული წლის წინ მომხდარი მრავალჯერადი სექსუალური ძალადობისთვის უჩივიან.

„ბიძაჩემს სასულიერო აკადემია ჰქონდა დამთავრებული. სანამ ჩემს ფეხებთან მასტურბირებას დაიწყებდა, ან მას შემდეგ, რაც თავის სურვილს დაიკმაყოფილებდა, აიღებდა ხოლმე ხელში ბიბლიას და ხმამაღლა მიკითხავდა. ჩემს მეხსიერებაში ეს კაცი და ბიბლია ყოველთვის ერთად ფიგურირებს. კითხვა ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს ერთადერთი წიგნია, რომელსაც არასდროს შევეხები“, - სალომეს მეხსიერებას სექსუალური ძალადობის ეს კადრი ღრმა ბავშვობიდან მოჰყვება.

ახლა 31 წლისაა. ცისფერი ჯინსები და ატმისფერი პერანგი აცვია. სავარძლის კუთხეში ზის, პერიოდულად, გაშლილ თმას ყურის უკან იწევს და ცდილობს მშვიდი ტონი შეინარჩუნოს მაშინაც კი, როცა ბავშვობის ყველაზე ტრავმულ დეტალებს იხსენებს. მხოლოდ ხანდახან, თითქოს სხვის ამბავს ისმენსო, ხმამაღლა ეკითხება საკუთარ თავს, „ღმერთო, რა ადამიანია?“...

ყვება, რომ ბიძა, დედის ძმა, რომელსაც ოჯახის წევრები, ნათესავები, მეზობლები მზრუნველ, მოწესრიგებულ, „დისშვილზე გადაყოლილ“ ადამიანად იცნობდნენ, მასზე წლების განმავლობაში ძალადობდა და ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.

ასაკს ზუსტად ვერ იხსენებს, პატარა იყო, მაგრამ ახსოვს, როგორ დაიწყო „ეს ყველაფერი“.  ახსოვს შეგრძნებები და ბიძის გაფრთხილება, რომ იმის შესახებ, რაც მათ შორის ხდებოდა, არავის არაფერი უნდა სცოდნოდა:

„ბიძაჩემი განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩეოდა, ამიტომ მშობლები ხშირად მტოვებდნენ ხოლმე მასთან. თავადაც ხშირად მივყავდი. იცოდა ბავშვის მოვლა, საჭმლის მომზადება, ამიტომ ნათესავებში დიდი ნდობით სარგებლობდა. ერთხელ სოფელში აღმოვჩნდით ერთად მე და ბიძაჩემი, მარტოები. მეძინა, ისეთი პატარა ვიყავი, მკერდიც კი არ მქონდა. ძილში ვიგრძენი შეხება და გამეღვიძა. მითხრა, არაფერი, არაფერი, დაიძინეო“.

კიდევ ერთი შეგრძნება და კადრი შემორჩა სალომეს მეხსიერებას, რომელსაც მაშინ ვერ აცნობიერებდა, რას ნიშნავდა და რა ხდებოდა მის თავს:

„სისველემ გამაღვიძა. ვერ მივხვდი, რატომ იყო საწოლში, ჩემს ფეხებთან სისველე. ის იქვე იდგა. გვერდით გადამაწვინა და დაიძინეო, მითხრა. რამდენიმე წლის შემდეგ მივხვდი, რასაც აკეთებდა ხოლმე - მასტურბირებდა“.

სალომეს ბიძა მაშინ 30 წლამდე იყო. არასრულწლოვანი დისშვილის მიმართ გარყვნილი ქმედება წლები გრძელდებოდა „აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, მეძინა თუ მეღვიძა, როგორც კი მარტოს დამიგულებდა, თავის სურვილებს იკმაყოფილებდა. ის, რომ ჩემს თავს რაღაც არანორმალური ხდებოდა, ამას პატარა ასაკშიც ვხვდებოდი, თუმცა, რა იყო და რა ხდებოდა, ეს უკვე გვიან, ალბათ სადღაც 12-13 წლის ასაკში გავაცნობიერე, მაგრამ გამუდმებით მაფრთხილებდა, რომ ეს საიდუმლო იყო და არავისთვის უნდა მეთქვა“.

ჩანთაში ნაპოვნი დის წერილი

სალომემ ბიძას თავი 13-14 წლის ასაკში დააღწია. უკვე დიდი იყო და შეეძლო თავად მიეღო გადაწყვეტილება, სად წასულიყო და ვისთან დარჩენილიყო. ამიტომ, ბიძასთან სიარული აკრძალა, თუმცა, „საიდუმლო“ წლების განმავლობაში ინახა.

ეს „საიდუმლო“ მაშინაც არ გაუმჟღავნებია, როცა 2013 წელს, უკვე 21 წლისას, უმცროსმა დამ, 13 წლის ელენემ, გაუმხილა, რომ მას ბიძა წლების განმავლობაში აუპატიურებდა.

იმ დღეს, სალომემ ჩანთაში უმცროსი დის წერილი იპოვა:

„მეგობართან მივდიოდი, სამარშრუტო ტაქსიში ვიჯექი, საფულის ამოღება მინდოდა, გავხსენი ჩანთა და საფულეს  წერილი ამოჰყვა. ასეთი ფრაზა ეწერა: „ჩემი ბრალი არ არის, ასეთი რომ ვარ, შენ არ იცი, რას მიკეთებს გ... , როცა მასთან მარტო ვრჩები“. პირველი, რაც ვიგრძენი, იყო საშინელი სინანული, რომ ჩემი და ვერ დავიცავი ამ ადამიანისგან. თავის დროზე უნდა მივმხვდარიყავი, რომ რაკი მე ასეთი გამოცდილება მქონდა, შესაძლოა, ჩემი და ჩემი დასაცავი გამხდარიყო და ამისთვის არაფერი გავაკეთე. მეორე ემოცია კი იყო იმედგაცრუება. მას მერე, რაც ბიძაჩემს თავი დავაღწიე, წლების განმავლობაში მეგონა, რომ ეს კაცი თავის შეცდომას მიხვდა და ამას სხვასთან აღარ გაიმეორებდა. ვიფიქრე, რომ მიხვდა, რასაც აშავებდა, მეც თავი დამანება და ამას სხვასთანაც აღარ გაიმეორებდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ მას შემდეგ, რაც მე შევძელი მისგან თავის დაღწევა, მან მიზანში ჩემი და ამოიღო და უფრო სასტიკი ფორმით. ეს იყო ყველაზე მძიმე გასაცნობიერებელი“.

სალომემ მეორე დღესვე მიაკითხა ბიძას სამსახურში. დაემუქრა, რომ მის ამბავს ყველას გააგებინებდა: „ამის შემდეგ მისმა ცოლმა დამიბარა სალაპარაკოდ. ვუთხარი, რომ აღარასდროს შეგვხებოდნენ, გამქრალიყვნენ ჩვენი ცხოვრებიდან“.

რატომ უჩივლეს დებმა ბიძას წლების შემდეგ?

მიუხედავად იმისა, რომ ბიძის მხრიდან დისშვილების მიმართ სექსუალური ძალადობიდან წლებია გასული, შესაძლებელი გახდა მის წინააღმდეგ მტკიცებულებების შეგროვება და 2023 წლის პირველ თებერვალს, პროკურატურამ 31 წლის სალომე და 24 წლის ელენე დაზარალებულებად ცნო.

55 წლამდე კაცის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ორი მუხლით -14 წელს მიუღწეველი პირის გაუპატიურებისა და გარყვნილი ქმედების მუხლებით.

გამოძიებას უმცროსმა დამ, ელენემ მიმართა. ეს გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მიიღო, რაც დედა გარდაიცვალა.

ელენე ჯერ კიდევ პატარა იყო, საკუთარ თავს რომ შეჰპირდა, რომ სანამ დედა ცოცხალი იყო, ამ ამბის შესახებ ის ვერაფერს გაიგებდა:

„13 წლის ვიყავი, როცა მივხვდი, რა ჭაობშიც ვცხოვრობდი. ტელევიზორში რაღაც გადაცემა გადიოდა. მე და დედა ვუყურებდით და უცებ დედამ ამოიოხრა, „ვაი, ამის დედას, როგორ უნდა იცოცხლოსო“. ჩავეძიე, რა ხდება-მეთქი და ამიხსნა ჩემთვის გასაგებ, ასე ვთქვათ, ბავშვურ ენაზე, რომ ადამიანი, რომლის შესახებაც გადაცემაში ლაპარაკობდნენ, გაუპატიურების მსხვერპლი იყო. მაშინვე მივხვდი, რა ხდებოდა ჩემს თავს და გადავწყვიტე, რომ დედას რომ გაეგო ჩემი ამბავი, ვერ გადაიტანდა. დედაჩემი სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა, მთელი ცხოვრება რომ ვყოფილიყავი ძალადობის მსხვერპლი, მერჩივნა, დამემალა, ვიდრე დედისთვის მეთქვა. მაგრამ იმასაც მივხვდი, რომ ეს ამბავი ვინმესთვის უნდა გამემხილა, მაგრამ ისე, რომ ამას არ გამოეწვია აყალ-მაყალი, ხმაური. ვის ვეტყოდი, თუ არა დას, რომელიც ჩემზე 7 წლით უფროსია, მაშინ უკვე მუშაობდა და ბავშვი აღარ იყო. ამიტომ დავუწერე წერილი და ჩავუდე ჩანთაში“, - ამბობს ელენე, რომელიც იმავე სავარძელში ზის, სადაც რამდენიმე საათის წინ მისი და იჯდა. ელენე ბევრ წყალს სვამს - თან დაღლილია, სამსახურიდან მოდის და თან ეტყობა, რომ ამ თემაზე ლაპარაკი, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის ბოლო შემთხვევიდან უკვე 10 წელზე მეტია გასული, ჯერ ისევ უჭირს.

მახსოვს, რომ მქონდა გაუსაძლისი ტკივილი... წელს ქვემოთ ვიყავი სისხლიანი

ელენე ამბობს, რომ დაახლოებით 7-8 წლის იყო, როცა ბიძამ პირველად გააუპატიურა. მას შემდეგ, თითქმის 4-5 წლის განმავლობაში, ბიძა მასზე სისტემატურად ძალადობდა:

„სახეზეც არ მახსოვდა ეს ადამიანი. ახლა, ნელ-ნელა დავიწყე აღდგენა. მახსოვს, რომ მქონდა გაუსაძლისი ტკივილი. პირველად მოხდა ეს და ამიტომ მქონდა, თუ რა იყო, ამას ახლა ვეღარ ვიხსენებ. მახსოვს, რომ მითხრა, მიდი, დაიბანე. და მერე თვითონ შემიყვანა დასაბანად. მახსოვს, რომ სისხლიანი ვიყავი წელს ქვემოთ... ვერავინ ამჩნევდა, რომ ჩემს თავს რაღაც ისე არ იყო. უფროსი ძმა მყავს, მშობლები, რომ მუშაობდნენ, დიდ დროს მასთან ვატარებდი და ისიც კი ვერ მამჩნევდა ვერაფერს. არ ვიცი, იმ ასაკში როგორ გამოვიმუშავე ძალა, რომ ჩემთვის ვერავის ვერაფერი შეემჩნია. ერთადერთი, ვიცოდი, რომ ის, რაც ხდებოდა, ნორმალური არ იყო, მაგრამ რა პერიოდიდან დამეწყო იმის აღქმა, რომ ეს ნორმა არ იყო, ამასაც ვერ ვიხსენებ, იმდენად პატარა ვიყავი“.

სალომეს და ელენეს დედა 2019 წელს გარდაიცვალა. დედის სიკვდილმა ელენეზე განსაკუთრებით მძიმედ იმოქმედა. ერთი წლის შემდეგ, როდესაც ელენემ მდგომარეობიდან გამოსვლა შეძლო, დაიწყო ფიქრი, როგორ უნდა ეგო პასუხი ბიძას იმ დანაშაულისთვის, რასაც მის წინაშე წლების განმავლობაში ჩადიოდა.

„დავიწყე გამოკვლევა, რისი გაკეთება შემეძლო. ვკითხულობდი, ვეცნობოდი სხვადასხვა ინფორმაციას, ვის შეეძლო ჩემი დაცვა. ამის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია მქონდა. ვისთვის უნდა მიმემართა, რა ფორმით. ჩემი მეგობრებიც დამეხმარნენ. თუკი ეს ადამიანი პასუხს აგებს იმის გამო, რაც ჩაიდინა,  საბოლოოდ შევძლებ გათავისუფლებას იმ სიბნელისგან, რომელიც ამ დრომდე თან დამყვება. ასეთი ცხოვრება უნდა დავასრულო. პირადი თავისუფლება მაქვს მოსაპოვებელი“.

ელენეს კიდევ ერთი მიზეზი აქვს, რის გამოც გადაწყვიტა, რომ წლების შემდეგ ბიძა სექსუალურ ძალადობაში ემხილებინა და მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა წამოეწყო:

„მე რომ თავიდანვე მცოდნოდა, რომ ასეთი ადამიანების დასჯა შეიძლება, ეს ჩემთვის დიდი დახმარება იქნებოდა. მაშინ იმის გაცნობიერებაც კი მიჭირდა, რომ ასეთი ახლობელი ადამიანი, ბიძა ძალადობდა და პრობლემას ისევ ჩემში ვეძებდი, რომ იქნებ მე არ მესმოდა რაღაცები სწორად. ამიტომ უნდა იცოდეს ხალხმა, რომ არავინ არავისგან არაა დაზღვეული. არც ბიძისგან, არც ოჯახის წევრისგან, ყველასთან შეიძლება რაღაც მოხდეს და ეს შენ თავს არ უნდა დააბრალო“.

ის, რომ ბიძის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მისი უფროსი და, სალომეც იყო, ამის შესახებ ელენემ მხოლოდ მაშინ შეიტყო, როცა სამართალდამცავებისთვის მიმართვა გადაწყვიტა.

„მგონია, რომ მთელი ცხოვრება დავალებული ვიქნები ჩემს დასთან, ეს საქმე რომ წამოიწყო“, - მეუბნება სალომე, რომელსაც წლების განმავლობაში ვერ წარმოედგინა, რომ სამართალდამცავები მათი ამბით დაინტერესდებოდნენ და წლების შემდეგ ამ საქმეზე გამოძიება დაიწყებოდა:

„რეალურად, არც არასდროს დამიშვია, რომ ის შეიძლებოდა დასჯილიყო. ვერ წარმომედგინა, როგორ შევძლებდით ამის დამტკიცებას. ახლა უკვე ნათელია ბევრი რამ. ახლა, როცა საქმე დაწყებულია, ვხვდები, რომ თურმე ძალიან ბევრი მტკიცებულება მაქვს ისეთი, რომელიც თავადაც კი არ ვიცოდი, რომ მქონდა. ელენემ რომ იჩივლა, მაშინ შემეშინდა. შემეშინდა ამ თემასთან მიბრუნების სწორედ ამ ფორმით, მაგრამ ისიც გავაცნობიერე, რომ ეს ყველაფერი არც ჩემში არ უნდა დარჩენილიყო და არც ეს ადამიანი უნდა დარჩენილიყო უპასუხოდ, რადგან ასეთი ადამიანები და მათ მიერ თავისუფლად გატარებული ყოველი წუთი, საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის“.

ექსპერტიზის დასკვნები

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ფსიქოლოგიური გამოკვლევის დასკვნაში, ექსპერტი ორივე დაზე წერს: „განხორციელებული ქმედებების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. შესაძლო დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის გაცნობიერებული არ ჰქონდა გარყვნილი ქმედების (ელენეს შემთვევაში, გაუპატიურების) არსი და შედეგი“.

დღეს სალომე და ელენე ფსიქოლოგებთან გადიან რეაბილიტაციის კურსს. ორივე მუშაობს, ფინანსურად დამოუკიდებელი ადამიანები არიან, თუმცა, ტრავმულმა წარსულმა მათ ცხოვრებაზე მძიმე კვალი დატოვა.

ელენეს რამდენჯერმე ჰქონდა სუიციდის მცდელობა.

სალომეს წლების განმავლობაში უჭირდა ადამიანებთან ურთიერთობის წამოწყება:

„საკუთარი თავი მეზიზღებოდა, თუკი სექსისგან სიამოვნებას ვიღებდი. თავს ვიდანაშაულებდი. მქონდა სინდისის ქენჯნა. როცა გავიზარდე და როდესაც ჩემში ბუნებრივად გაჩნდა სექსუალური მოთხოვნილება, ვნება, ამ დროსაც მეგონა, რომ ეს იყო დარღვევა, სექსუალურ მოთხოვნილებას, როგორც დარვევას ისე აღვიქვამდი, საშინლად მტანჯავდა და შემდეგ უკვე ურთიერთობებშიც მიშლიდა ხელს. ძალიან დიდი დრო დამჭირდა იმისათვის, რომ დამეწყო სექსუალური ცხოვრება. ახლა მგონია, რომ ეს ყველაფერი ნელ-ნელა ლაგდება“.

დების უფლებებს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი ანა თავხელიძე იცავს. 

მისი ვარაუდით, გამოძიება მაქსიმუმ ორ თვეში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც, საქმის პროკურორი გადაწყვეტს 55 წლამდე კაცისთვის ბრალის წარდგენის საკითხს.

კაცი ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს. როგორც ანა თავხელიძე გვიხსნის, იმ შემთხვევაში, თუკი ბრალის წარდგენის შემდეგ, ის საქართველოში არ დაბრუნდება, მას ძებნილის სტატუსი მიენიჭება:

„ეს ადამიანი ჯერჯერობით გამოკითხული არ არის. გამოიკითხა მისი ცოლი. ბრალის წარდგენამდე, სავარაუდოდ, თავად ეს კაციც გამოიკითხება. ბოლო წლებია ევროპის ერთ-ერთ ქალაქში, სამუშაოდ არის წასული. ბრალის წაყენების შემდეგ, თუ საქართველოში არ ჩამოვა, მიენიჭება ძებნილის სტატუსი, საქართველოში სახელმწიფოს ხარჯზე დაენიშნება ადვოკატი და ადვოკატი მიიღებს საქმის განხილვაში მონაწილეობას. თუკი გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, როგორც კი საქართველოში ჩამოვა, დააკავებენ და სასჯელის აღსულება დაიწყება. თუ არადა, ჩვენ მოვითხოვთ, რომ მასზე გამოცხადდეს საერთაშორისო ძებნა და იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობს, თანამშრომლობის ფარგლებში მოხდეს მისი დაკავება და საქართველოსთვის გადმოცემა“.

ანა თავხელიძის თქმით, ამ დროისათვის გამოკითხულია მოწმეთა ნაწილი. გამოსაკითხ მოწმეთა სიაში, მისი მოთხოვნით იქნებიან ის ფსიქოლოგებიც, რომლებიც დღეს დებთან მუშაობენ.

რაც შეეხება სასჯელის ზომას, თუკი სასამართლო კაცს დამნაშავედ ცნობს (ერთ-ერთი მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს და გულისხმობს 14 წელს მიუღწევლის გაუპატიურებას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად ითვლება), მას 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ანა თავხელიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებს იმ საფრთხეზეც, რაც საქართველოში „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის მიღებით შეიძლება დაემუქროს იმ ადამიანებს, რომელთა ინტერესებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები იცავენ:

„თუკი ეს რუსული კანონპროექტი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის ფონზე დაჩქარებული წესით იხილავს პარლამენტი, იქცევა კანონად, მაშინ უნდა გავაცნობიეროთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ვეღარ დავიცავთ სალომესა და ელენეს მსგავს ადამიანებს. ვეღარ დავიცავთ შშმ პირებს, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებსა და ქალებს, ვინაიდან, მე პირადად, ცხადია არ ვიმუშავებ აგენტის იარლიყით და სახელმწიფოს არ მივცემ უფლებას ამ სახელის მონიჭებით ღირსება შემილახოს და დააკნინოს ის საქმე, რასაც ვემსახურები 6 წელია. საბოლოო ჯამში, სახელმწიფო ხელოვნურად ქმნის გარემოს, რომ ამ ქვეყანაში არ ისმოდეს კრიტიკული ხმა, რისი თანმდევი შედეგია მოწყვლადი ჯგუფების, როგორიცაა ბავშვები, შშმ პირები, ქალები, ხანდაზმულები და სხვა, უფასო სერვისების გარეშე დატოვება“.

80 ბავშვი რვა თვეში

ის, რომ საქართველოში ბავშვების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ფაქტები ხშირია, გარდა მედიაში, პერიოდულად გავრცელებული ინფორმაციისა, ამაზე მეტყველებს ერთი კონკრეტული რიცხვი.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბაზაზე, 2022 წლის 4 მარტიდან ამოქმედდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი.

ცენტრმა 8 თვის განმავლობაში, მხოლოდ თბილისის მასშტაბით, მომსახურება გაუწია სექსუალური ძალადობის მსხვერპლ 80 ბავშვს.

* სტატიის მთავარი გმირების სახელები შეცვლილია ანონიმურობის დაცვის მიზნით.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Архангельские любители чир спорта показали красоту грации на чемпионате Поморья



Мир

В Турции российскую туристку выгнали с криками из люксового магазина без объяснения причин






103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

Галина Янко: главные традиции и приметы Пасхи

На международной выставке-форуме "Россия" в Москве завершилась тематическая неделя спорта

Анна Данилова дала старт Всероссийской акции "Синий платочек Победы" 2024 на станции метро Курская

Пресс-релиз | CRYPTONIUM | Новая экосистема для заработка на криптовалюте | Арбитраж | Трейдинг | Обучение


Москва

Анна Данилова дала старт Всероссийской акции "Синий платочек Победы" 2024 на станции метро Курская






Rss.plus
Moscow.media
Москва

Собянин: Судоверфь в районе Нагатинский Затон заработает в конце года



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Анастасия Волочкова

Гордон заявила, что вместе с Кудрявцевой готова оплатить Волочковой психиатра




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Матч ЦСКА - "Рубин" завершился со счетом 2:2

Полина Гагарина — про уход на пенсию и особые способности Сергея Лазарева

Сотрудники Росгвардии на комплексе Байконур приняли участие в спортивном мероприятии «Наследники Победы»


Андрей Рублёв

На кураже: Рублёв пробился в финал «Мастерса» в Мадриде, Медведев снялся из-за травмы



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Сергей Арутюнов

Певец Сергей АРУТЮНОВ и солистка группы Демо - встречаются, или просто выпустили совместный хит “Солнышко”? Разлад АРУТЮНОВА и Маши Малиновской?



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России