Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ირაკლი კობახიძემ თსუ-ში ლექცია გადადო - სტუდენტების განცხადებით, პროტესტი იგეგმებოდა

ირაკლი კობახიძემ თსუ-ში ლექცია გადადო - სტუდენტების განცხადებით, პროტესტი იგეგმებოდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა მიიღეს შეტყობინება, რომ პროფესორ ირაკლი კობახიძის ლექცია საგანში „საქართველოს საკონსტიტუციო (სახელმწიფო მოწყობის) სამართალში", რომელიც შაბათს, 11 მარტს, 10:00 საათზე იყო დანიშნული, გადაიდო.

თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ლექციის გადადება ლექტორმა [ირაკლი კობახიძემ] მოითხოვა, იურიდიულმა ფაკულტეტმა კი სტუდენტებს შესაბამისი მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა. პრესსამსახურისთვის უცნობია ლექციის გადადების მიზეზი.

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტმა მამუკა ჩხეიძემ, რომელსაც ეს საგანი გავლილი აქვს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის პარლამენტში პირველი მოსმენით მხარდაჭერის გამო, მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიმართ პროტესტის გამოხატვა იგეგმებოდა. „ოღონდ მდუმარე პროტესტი იქნებოდა, - დააზუსტა მან და განმარტა, - დავხვდებოდით აუდიტორიაში, მოვიდოდა, ვაჩვენებდით პლაკატებს და საკუთარ წიგნს, რომლებსაც იქვე აუდიტორიაში უხმოდ დავუტოვებდით და წამოვიდოდით ყოველგვარი აგრესიის გარეშე".

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტმა ანა ჩითინაშვილმა, რომელსაც ეს საგანი, მართალია, სხვა ლექტორთან აქვს გავლილი, დაგვიდასტურა, რომ ირაკლი კობახიძის მიმართ მშვიდობიანი ფორმით პროტესტის გამოხატვაში მონაწილეობას აპირებდა, თუმცა ლექცია გადაიდო. „პროტესტი იქნებოდა სრულიად მშვიდობიანი", - გვითხრა ანამ.

ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებულ საკითხზე მამუკა ჩხეიძემ „ფეისბუკზე" პოსტიც გამოაქვეყნა.

„თსუ-ში ირაკლი კობახიძე ლექციას ატარებს განრიგის მიხედვით შაბათს 10:00 საათზე.

სტუდენტები, რომლებისთვისაც მიუღებელია მის მიერ სალექციო კურსის წაკითხვა და მისი მოღალატეობრივი საქმიანობა, ვაპირებდით მისვლას და მშვიდობიან პროტესტს. რაც გულისხმობდა შემდეგს - აუდიტორიაში მივიტანდით პლაკატებსა და მისსავე წიგნებს, რასაც ვაჩვენებდით და დავუტოვებდით ყოველგვარი ხმაურისა და ძალადობის გარეშე.

ცოტა ხნის წინ, მის სალექციო ჯგუფში რეგისტრირებულ სტუდენტებს მიუვიდათ შეტყობინება, რომ ლექცია არ ჩატარდება.

ესაა იმ „კაცის“ სახე, რომელიც ვერ ბედავს სტუდენტებთან თამამად გამოჩენას. საერთოდ ყოველთვის დაცვით დადის, აუდიტორიის წინ მუდმივად დგას დაცვის ორი თანამშრომელი, თითქოს მას ვინმე ემუქრებოდეს. ახლა კი ლექციის ჩატარებასაც ვერ ბედავს, რადგან კარგად იცის, რომ სწორედ ის Gen Z დახვდება ადგილზე, რომელიც ლამის სასიკვდილოდ გაიმეტა ორი ღამის განმავლობაში.

ეგ Gen Z დაგამთავრებთ!" - დაწერა სტუდენტმა

„ქართული ოცნების" პრესცენტრს ვკითხეთ, რა გახდა ირაკლი კობახიძის მიერ ლექციის გადადების მიზეზი, რაზეც გვიპასუხეს, რომ საქმის კურსში არ არიან.

2 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა განაცხადა, რომ ბოიკოტს უცხადებდნენ „ქართული ოცნების" კიდევ ერთ დეპუტატს, ლექტორ ნიკოლოზ სამხარაძეს - მიზეზი მისი მხრიდან „რუსული კანონის“ მხარდაჭერა იყო.

საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიციირებასა და პირველი მოსმენით მიღებას. ის ამოქმედების შემთხვევაში, უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას დაავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.

პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.

„ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს „რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.

საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალის" წევრების მიერ ინიციირებულ კანონპროექტს 7-9 მარტს საქართველოში, ძირითადად, თბილისში მასობრივი პროტესტი მოჰყვა, რომელშიც სტუდენტები აქტიურად მონაწილეობდნენ. საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლის, პილპილის აეროზოლის, ცრემლმდენი აირისა და სხვა საშუალებების გამოყენებით არაერთი დემონსტრაცია დაშალეს. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ წყდებოდა. შედეგად, „ქართულმა ოცნებამ" 9 მარტს გამოაცხადა, რომ კანონპროექტს გაიწვევდა. 10 მარტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი „ჩააგდო". მის ალტერნატივად დარეგისტრირებული პროექტი კი პარლამენტიდან გაიხმო.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Беглянка из Архангельска. 5-месячная хаски сбежала по дороге во Францию



Мода

В Москве открылся концепт-павильон современных русских дизайнеров и художников






103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

Пресс-релиз | CRYPTONIUM | Новая экосистема для заработка на криптовалюте | Арбитраж | Трейдинг | Обучение

Галина Янко: главные традиции и приметы Пасхи

Собянин рассказал о праздновании Дня герба и флага Москвы

Якутск — снова в аутсайдерах по качеству жизни в стране


Москва

Экзаменационный центр «Воронеж-НК» на базе Воронежского ТРЗ Желдорреммаш сертифицирует до 200 дефектоскопистов ежегодно.






Rss.plus
Moscow.media
Москва

Собянин перечислил самые популярные виды туризма в Москве



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Булат Окуджава

Концерт памяти Булата Окуджавы пройдёт на Камчатке




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Московское "Динамо" возглавило турнирную таблицу РПЛ

Заместитель директора Росгвардии генерал-полковник Алексей Воробьев поприветствовал участников патриотического конкурса в Центре спорта и образования «Самбо-70»

Сотрудники Росгвардии на комплексе Байконур приняли участие в спортивном мероприятии «Наследники Победы»


Андрей Рублёв

«Титул, которым я горжусь больше всего»: Рублёв одолел Оже-Альяссима и выиграл второй турнир серии «Мастерс» в карьере



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

РСХБ: более четверти россиян заказывают в ресторанах блюда, приготовленные из фермерских продуктов



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России