ქართველმა „ნაპოლი“ დააწინაურა – კვარაცხელიას საოცარი გოლი (ვიდეო)
საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ატალანტას“ წინააღმდეგ ულამაზესი გოლი გაიტანა.
ქართველმა 3 მცველი მოატყუა და მისი გუნდი მნიშვნელოვან მატჩში დააწინაურა.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში „კვარამ“ რიგით მე-11 გოლი გაიტანა.