თბილისში საპროტესტო აქციების გამო ბჟანიამ სპეცსამსახურებს გაძლიერებულ რეჟიზმე გადასვლა დაავალა
სოხუმის რეჟიმის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო ე.წ. უშიშროების სამსახური და ე.წ. დაცვის სამსახური გაძლიერებულ რეჟიმზე გადაიყვანა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა გარე და შიდა მტრებისგან. ამისთვის ძალოვანმა უწყებებმა ყველა აუცილებელი ზომა უნდა მიიღონ“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.
მანამდე სოხუმში და ცხინვალში აცხადებდნენ, რომ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო არსებობს ე.წ სამხრეთ ოსეთის და ოკუპირებული აფხაზეთის მიმართ პროვოკაციების საფრთხე.