„ლელოს“ ლიდერი ვანო მერაბიშვილის განცხადებებს აკრიტიკებს
„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის სიტყვები „ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს”.
ხაზარაძე ფეისბუკზე წერს, რომ შს ყოფილი მინისტრის განცხადებები წინააღმდეგობაშია ახალგაზრდების მიერ ბოლო დღეებში მიღწეულ გამარჯვებასთანაც:
„პროვოკაცია, რომელიც ბიძინას და ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს, რომ ისევ ნაც-ქოცურ რეალობაში ამყოფონ ქვეყანა. ეს ამბავი დასამთავრებელია თუ გვინდა ქვეყანა წინ წავიდეს! ეს განცხადება ასევე წინააღმდეგობაშია ქართველი ხალხის და კერძოდ ახალგაზრდების მიერ ბოლო დღეებში მიღწეულ გამარჯვებასთან“, - წერს “ლელოს“ ლიდერი.
საქართველოს ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებენ. Ukrinform-ის მედიაცენტრში გამართულ დისკუსიაზე SAVE MISHA, რომელიც 10 მარტს გაიმართა, მერაბიშვილმა ისიც თქვა, რომ ახლა მისი და მისი თანამოაზრეების მთავარი მიზანი საქართევლოში მთავრობის შეცვლაა.