“მათ პოტენციურ მაიდანს ჩახედეს თვალებში” - თედ ჯონასი “აგენტების” კანონსა და 7-10 მარტის მოვლენებზე
“რუსეთს სურს, საქართველო რუსეთის ბანაკში იყოს. და ვფიქრობ, მთავრობაც არ არის უარზე - ეს კანონი რომ უეცრად უკან გაიწვიეს, ამით მთლიანი სურათი სულაც არ იცვლება. - ეუბნება რადიო თავისუფლებას თედ ჯონასი, ამერიკელი იურისტი, რომელიც საქართველოში 1994 წლიდან ცხოვრობს.