როგორ გავხდე უფრო წარმატებული და რეალიზებული
იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, პირველ რიგში, აუცილებელია, გიყვარდეთ ის საქმე, რასაც აკეთებთ. წარმატება არ ნიშნავს კარიერულ წინსვლას. ეს მდგომარეობაა, რომლის დროსაც თქვენში აღფრთოვანებას იწვევს, თქვენ მიერ შესრულებული სამუშაო. თვითრეალიზების პირველი ნიშანია, იყო კმაყოფილი იმით, რასაც აკეთებ.
იღბალი ძალიან მნიშვნელოვანია და იგი მხოლოდ თქვენს პოზიტიურ ფიქრებს, განწყობას და დამოკიდებულებას მოაქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ფიქრები საკმარისი არ არის. შრომა ძალიან მნიშვნელოვანია, მუდამ უნდა ფიქრობდეთ საკუთარი თავის განვითარებაზე და ამის პარალელურად გჯეროდეთ, რომ არც ერთი თქვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი უნაყოფოდ არ ჩაივლის.
არ მიჰყვეთ სხვის მიერ გაკვალულ გზას. წარმატებას რომ მიაღწიოთ, ამისათვის ინდივიდუალიზმია საჭირო. ნუ შეგაშინებთ ახალი იდეები, იფიქრეთ საზღვრებს მიღმა და დაუშვით შეცდომები. თქვენ მიერ დაშვებული შეცდომა უფრო ღირებულია, ვიდრე სხვისი დახმარებით მიღწეული წარმატება.
და რაც მთავარია, არ დაივიწყოთ ფოკუსი. ზოგჯერ გვგონია, რომ რაღაც ძალიან გვინდა, მაგრამ, როცა ამ რაღაცისთვის ბრძოლა გვიწევს, გამბედაობა არ გვყოფნის. გამოდის, რომ ეს მხოლოდ ზედაპირული სურვილია. ჩვენი ოცნების ხარისხს ის განსაზღვრავს, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია მის რეალობაში მოსაყვანად. ამიტომ ჯერ კარგად დარწმუნდით იმაში, რა გინდათ და შემდეგ დაიწყეთ მიზნისთვის ბრძოლა.
წყარო/ფოტო: Well Mind