უკრაინა იარაღის მესამე ყველაზე მსხვილი იმორტიორი ქვეყანა გახდა -SIPRI
2022 წელს უკრაინა გახდა მსოფლიოში იარაღის მესამე უმსხვილესი იმპორტიორი, რაც შესაძლებელი გახდა შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების სამხედრო დახმარების წყალობით.
ამის შესახებ ნათქვამია სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) კვლევაში.
"2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეერთებული შტატებისა და მრავალი ევროპული სახელმწიფოს სამხედრო დახმარების შედეგად, უკრაინა 2022 წლის განმავლობაში გახდა იარაღის მე -3 უმსხვილესი იმპორტიორი (კატარის და ინდოეთის შემდეგ)", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინისთვის იარაღის უმსხვილესი მომწოდებლები იყვნენ აშშ (34%), პოლონეთი (17%) და გერმანია (11%).