ზურაბ ჯაფარიძე: თავისუფალი ადამიანების ხმამაღლა ლაპარაკია ახლა მათი მთავარი მტერი
„სულ ტყუილად გგონიათ, რომ ახლა ეს ნაბიჭვრების ხროვა ტურაშვილზე ნერვიულობს, რადგან მას თუ რამე დაემართა, მათთვის პოლიტიკურად დამაზიანებელი იქნება. სხვა ხალხია ეგენი“, – ამის შესახებ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და მწერალ დავით ტურაშვილის კლინიკაში გადაყვანას ეხმაურება.
„ივანიშვილისთვის უფრო მნიშვნელოვანია ყველამ თვალნათლივ დაინახოს რა დაემართება ნებისმიერს თუ მას დაუპირისპირდება.
ასეთი ტიპის (რუსული) ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია ეს მიდგომა.
ხმის ამოღების უნდა გეშინოდეს.
თავისუფალი ადამიანების ხმამაღლა ლაპარაკია ახლა მათი მთავარი მტერი.
მაგ მოედანზე აგებენ“, – წერს ჯაფარიძე.
ცნობისთვის, მწერალმა დავით ტურაშვილმა „ფორმულას“ გადაცემა „მე-17 სართული“-ს ეთერში ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას ემოციები ვერ შეიკავა და შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც იგი კლინიკაში გადაიყვანეს.