Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ოუენ მეთიუზი: „ვწუხვარ, მაგრამ პუტინი დაუსჯელი დარჩება“

ოუენ მეთიუზი: „ვწუხვარ, მაგრამ პუტინი დაუსჯელი დარჩება“

“მაინც რატომ იქნებოდა უკრაინისთვის უკეთესი ამ გაჩანაგებულ, მეამბოხე რესპუბლიკებთან [დონეცკი და ლუგანსკი] თანაცხოვრება? იქნებ სჯობს უბრალოდ მათი ამპუტაცია, რადგან ისინი უკრაინას კარგს არაფერს მოუტანენ, მხოლოდ მარადიულ კონფლიქტს”, - არაპოპულარულ კითხვას რადიო თავისუფლებასთან ბრიტანელი ჟურნალისტი, ისტორიკოსი და ავტორი ოუენ მეთიუზი სვამს. მეთიუზი, რომელიც მშობლიური ენასავით ფლობს რუსულს, წარმოშობით ნახევრად რუსია, 2016-2018 წლებში რუსული სახელისუფლებო ტელეშოუების - "60 წუთის" (როსია 1), "შეხვედრის ადგილი" (ნტვ) და "საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან ერთად" (როსია 1) ხშირი სტუმარი იყო და კრემლს აკრიტიკებდა. ვაჟა თავბერიძესთან ინტერვიუში ის თვითგამორკვევისა და სუვერენიტეტის პრინციპების დილემაზე საუბრობს.

რადიო თავისუფლება: გულწრფელად გეტყვით, კარგა ხანს ვფიქრობდი, როგორ დამეწყო ეს ინტერვიუ - რაიმე მარტივი, ე.წ. „ყინულის გამლღობი“ კითხვებით თუ პირდაპირ „მძიმე არტილერიით“. ბოლოს მეორე ვარიანტი ვარჩიე და თუ ყინულიც გალღვება, მით უკეთესი - ამიტომ დავიწყოთ თქვენი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ციტატით ბრიტანულ გამოცემა „სპექტატორთან“ საუბრისას. თქვენ ამბობთ: „როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს ომი, უკრაინელები ჩათვლიან, რომ ისინი დააღალატეს - ისინი იტყვიან, რომ მათ მოუწიათ საკუთარი მიწა დაეთმოთ, გაეწირათ იმისთვის, რომ პუტინი დაეშოშმინებინათ. საბოლოო ჯამში, უკრაინას მოუწევს გარკვეული ტერიტორიების დათმობა - ამ ომის სხვა დასასრულს მე ვერ ვხედავ - მხოლოდ იმიტომ, რომ პუტინს ბირთვული იარაღი აქვს, უკრაინას კი არა“. განვავრცოთ, თუ შეიძლება - რატომ არის თქვენთვის ასე წარმოუდგენელი ყველა სხვა სცენარი, მათ შორის სცენარი, რომელშიც უკრაინა იმარჯვებს?

ოუენ მეთიუზი: ცალსახაა, რომ ბევრი გადმოსახედიდან, უკრაინამ უკვე გაიმარჯვა ამ ომში - მაგრამ საქმე ისაა, თუ როგორი ფორმა ექნება საბოლოო შეთანხმებას ტერიტორიებზე - ვის რა დარჩება. და აქ, მოვლენათა უკრაინელებისთვის სასურველი განვითარება ასე გამოიყურება: პირველი - იბრუნებენ 2014 წლამდელ ტერიტორიებს, მათ შორის ყირიმს - ანუ, სრულად აღადგენენ საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას. მეორე - რუსული რეჟიმის სრული კოლაფსი - ზელენსკიმ ტყუილად არ თქვა რამდენჯერმე, რომ არ მოილაპარაკებს პუტინთან, რადგან მას არ ენდობა. და მესამე - დამნაშავეების დასჯა და რეპარაციები - რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულებისათვის. არც ერთი ამ სამი მოთხოვნიდან უსაფუძვლო არაა. მეტიც, ისინი სამართლიანი მოთხოვნებია, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა წამოიწყო ომი და შეიჭრა უკრაინაში. მე ვკითხულობ - რამდენად პრაგმატული, რეალურია მსგავსი მიზნები? დავიწყოთ პირველი და ყველაზე საკამათო საკითხით. უამრავი დისკუსია იმართება საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტების წრეებში იმის თაობაზე, უნდა შენარჩუნდეს თუ არა დასავლეთის სრული მხარდაჭერა, თუ უკრაინა ყირიმზეც მიიტანს შეტევას? ჰენრი კისინჯერმა დიდ ხათაბალაში გაჰყო თავი, როდესაც განაცხადა, რომ უკრაინელების შეტევა ყირიმზე, ყირიმის უკან დასაბრუნებლად, არცთუ ისე სასურველი სცენარი იყო. და მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ეს არასასურველი, ან კიდევ საკამათო მოთხოვნა, შემდეგია: როდესაც უკრაინა ყირიმზე მიიტანს იერიშს, ეს უკვე სხვა ტიპის ომი იქნება. ეს არ იქნება ომი იმ უკრაინელების გასათავისუფლებლად, რომელთაც არ სურთ, რუსეთის ნაწილი იყვნენ. ეს იქნება მცდელობა, ძალის მეშვეობით „დაარწმუნო“ ხალხი, რომელთაც სულაც არ სურთ, უკრაინელები იყვნენ, ისევ უკრაინის ნაწილი გახდნენ. ყირიმის ანექსია და მისი შემდგომი რეფერენდუმი ცალსახად არალეგალური იყო, ამას არავინ დავობს. მაგრამ - თუ, თუნდაც უკრაინის მთავრობაში ჰკითხავთ ვინმეს - მე ივლისში ვესაუბრე ზელენსკის, კიევში ბოლო ვიზიტისას კი შევხვდი მის მრჩევლებს - ერთი ადამიანიც კი ვერ ვიპოვე, რომელსაც გულწრფელად სჯერა, რომ ყირიმის მოსახლეობის უმეტესობას სურს, ისევ უკრაინელები იყვნენ.

რადიო თავისუფლება: დავაზუსტოთ - ყირიმის ახლანდელი მოსახლეობის უმეტესობას, ასე არაა? იმიტომ რომ, თქვენი ლოგიკით, „უეცრად“ სათვალავში არ ვიღებთ უამრავ დევნილს, მათ შორის ყირიმელ თათრებს, მათ, ვისაც მოუწია ნახევარკუნძული დაეტოვებინა.

ოუენ მეთიუზი: ეს, რა თქმა უნდა, ასეა. მაგრამ ეს ბევრად უფრო მცირე მასშტაბის პრობლემაა ყირიმში, ვიდრე დონბასში. რადგან ე.წ. მეამბოხე რესპუბლიკები მოსახლეობის ბევრად უფრო დიდმა ნაწილმა დატოვა - დეპოპულაცია დაახლოებით 2/3-ს აღწევს. ყირიმში ეს არ მომხდარა - ყირიმში მოსახლეობის ორ მესამედი არ გაქცეულა. ასე რომ, ვრჩებით იმ პარადოქსის პირისპირ, რომელზე თავისტეხვაც თავის დროზე მოუწიათ დეიტონის შეთანხმების ავტორებს - აღიარებ თუ არა დე ფაქტო ეთნიკურ წმენდას? როდესაც ისინი ხელახლა ხაზავდნენ სერბთა რესპუბლიკის და ბოსნია-ჰერცეგოვინის, ასევე ხორვატიის და სხვათა საზღვრებს, იქ უამრავი ადგილია და მრავალი მოსახლეობა, რომლებიც ძალით აჰყარეს ეთნიკური წმენდის მეშვეობით საკუთარი ტერიტორიებიდან. რას ვშვრებით? ვაბრუნებთ იმათ უკან? არის კი თავდაპირველი სტატუს-კვოს აღდგენის შესაძლებლობა? მაგალითად, ბოსნიაში, ამის შანსი არ იყო. ასე რომ, შენ გიწევს იმ ხალხთან საქმის დაჭერა, რომელიც ახლაა იქ დასახლებული. სწორედ ესაა დილემა, მორალური დილემა - რა მოხდება მაშინ, თუ უკრაინელები მოახერხებენ და 24 თებერვლამდელ საზღვრებს აღადგენენ? აქ უკვე ორივე მხარეს აქვს თავისი არგუმენტები და ეს ყველაფერი ემსგავსება ორი ყრუს დიალოგს, რადგან ორივეს საკუთარი სიმართლე აქვს, რომლის მოსმენაც მეორე მხარეს არ სურს. ხალხი, ვინც ამბობს, რომ უკრაინას აქვს აბსოლუტური მორალური უფლება, მოითხოვოს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა 2014 წლამდელ საზღვრებში, მართლები არიან. დიახ, უკრაინას აქვს ამის მოთხოვნის უფლება. მეორე მხარე - და მე ამ მეორე მხარეს მდგომი ადამიანებიდან ერთ-ერთი ვარ - თვლის, რომ პრაგმატული გადმოსახედიდან, ეს არასასურველი სცენარია უკრაინისათვის რამდენიმე მიზეზის გამო, ამ მიზეზთაგან პირველი და უმთავრესი კი ისაა, რომ კიევს მოუწევს უკრაინის იმ ტერიტორიაზე შეჭრა, რომლის ამჟამინდელ მოსახლეობას არ სურს იყოს უკრაინელი.

რადიო თავისუფლება: უკრაინის ნაწილი, რომელსაც არ სურს უკრაინა იყოს - ის, რასაც უკრაინა ცდილობს, ყირიმის დაპყრობაა თუ იმის უკან დაბრუნება, რაც კანონიერად ეკუთვნის?

ოუენ მეთიუზი: ეს ერთი და იგივეა. რაც მე ვთქვი, და სიტყვები ფრთხილად შევარჩიე, იყო შემდეგი - რომ უკრაინა ცდილობს, აიძულოს ხალხი, რომელსაც უკრაინელობა არ სურს, უკრაინელები იყვნენ. ამას კი თვისობრივად განსხვავებულ ომთან მივყავართ. არის ასეთი ადამიანი - ვადიმ პრისტაიკო, ის ზელენსკის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. გადააყენეს იმიტომ, რომ, ასე ვთქვათ, უკრაინელი პუბლიკისათვის მკრეხელური შინაარსის ინტერვიუ მისცა. სხვათა შორის, დღეს უკრაინის ელჩია დიდ ბრიტანეთში და დიდებულად ართმევს საქმეს თავს. მაგრამ გადააყენეს იმიტომ, რომ ინტერვიუში თქვა - უკრაინისთვის ბევრად უკეთესი იქნება დონბასის ამპუტაცია, როგორც განგრენიანი კიდურისო. ვერანაირ სარგებელს ვერ მივიღებთ დონბასზე ჩაბღაუჭებითო, თქვა პრისტაიკომ და გამოეთხოვა კიდეც მინისტრის პოსტს, რადგან ამის ხმამაღლა თქმა უკრაინაში მკრეხელობაა, ეს წინააღმდეგობაში მოდის იმ ფუნდამენტურ პრინციპთან, რომლის მიხედვითაც უკრაინამ ყველა ტერიტორია უნდა დაიბრუნოს. რაც, როგორც აღვნიშნე, მორალურად სწორია, მაგრამ არსებობს კითხვები პრაქტიკულობასთან მიმართებით.

რადიო თავისუფლება: დავრჩეთ ამ მორალის განზომილებაში ცოტა ხნით - სად მივყავართ იმას, რაც თქვენ პრაგმატულად მიგაჩნიათ? რა ბედი ეწიათ დიად იდეალებს - სუვერენიტეტს, საზღვრების ხელშეუხებლობას, არჩევანის თავისუფლებას, ლტოლვილების დაბრუნებას? თუ, ერთი მხრივ, ყირიმის დღევანდელ მოსახლეობას აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, სად უნდა ცხოვრება, უნდა თუ არა რუსეთის ნაწილი იყოს, განა იგივე უფლება არ აქვთ ყირიმელ თათრებსაც?

ოუენ მეთიუზი: ამას უმრავლესობის ტირანია ეწოდება. ყირიმელი თათრები უმცირესობას წარმოადგენენ - ყირიმში, ვფიქრობ, არავინ დავობს, რომ უმრავლესობას სურდა რუსეთში შესვლა, მიუხედავად იმისა, ლეგიტიმური იყო მათი რეფერენდუმი თუ არა. აქ ფუნდამენტური შეუთავსებლობაა ყირიმელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებასა და იმ ნებისმიერ სამომავლო სცენარს შორის, სადაც იმართება ომი მათი უკრაინაში იძულებით დაბრუნებისთვის. და ვფიქრობ, ეს პრობლემაა, დონბასშიც იგივე პრობლემაა, მაგრამ იქ სხვა მასშტაბებია, რადგან მოსახლეობის უზარმაზარმა რაოდენობამ ეს ტერიტორიები დატოვა. ამ შემთხვევაში, შენ რეალურად გაქვს ვითარება, სადაც მოხდა მასობრივი ეთნიკური წმენდა, და ახლა შედეგებს უნდა გაუმკლავდე.

რადიო თავისუფლება: შემისწორეთ, თუ ვცდები, მაგრამ - რასაც ამბობთ, მარტივი თეზისის დონეზე რომ დავიყვანოთ, არის შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ რაც რუსეთმა ჩაიდინა - და როგორც ჩაიდინა - არაკანონიერი იყო, რასაც თქვენც აღიარებთ, მთავარი, რითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ, არის ის, თუ რა უნდა ყირიმის ამჟამინდელ მოსახლეობას - სად უნდათ ცხოვრება, რომელი სახელმწიფოს საზღვრებში. და ამასთან შედარებით, არათუ ფერმკრთალდება, არამედ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, ვის ეკუთვნის მიწა, საზღვრები, სუვერენიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობები და სამართალი და ათასი სხვა რამ. ყველაფერი ეს ქედს უხრის იმ ერთ არგუმენტს - რომ იმ ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, უკრაინელებად ურჩევნიათ იცხოვრონ, თუ რუსებად. ასეა?

ოუენ მეთიუზი: დიახ, მართალი ხართ, მაგრამ - უგულებელყოფთ იმ ფუნდამენტურ პრინციპს, რომლის გამოც გაჩაღდა კიდეც ეს ომი. და ეს თვითგამორკვევის უფლებაა - სწორედ თვითგამორკვევის პრინციპით, უკრაინელებს აქვთ უფლება, არ იყვნენ რუსები. ამ პრინციპის გამოა დღეს ომი. თვითგამორკვევას კიდევ სელექციურად ვერ გამოვიყენებთ - თუ უკრაინას აქვს თვითგამორკვევის უფლება, შესაბამისად, სხვებს ვერ დააძალებენ, იყვნენ და იცხოვრონ მათ საზღვრებში, თუ ამ სხვებს - ამ შემთხვევაში ანტიკიევური განწყობის მქონე პერიფერიებს - ეს არ სურთ. ესაა ახალი სახელმწიფოების ძირითადი პრობლემა. ევროპაში გვაქვს თვითგამორკვევის უფლების მშვიდობიანი და წარმატებული გამოყენების მაგალითები - მაგალითად, ჩეხოსლოვაკიის დაშლა, ჩეხებისა და სლოვაკების მშვიდობიანი განქორწინება.

 

რადიო თავისუფლება: და რანაირადაა ომი უკრაინაში ომი თვითგამორკვევისთვის, მაშინ როდესაც უკრაინა რუსეთის ნაწილი არაა, არც მის საზღვრებში მდებარეობს? რისთვისაც უკრაინა იბრძვის, ეს სუვერენიტეტია და არა თვითგამორკვევა, ასე არაა?

ოუენ მეთიუზი: არა, არ გეთანხმებით, რადგან ვლადიმირ პუტინის ეს ომი სწორედ უკრაინისთვის ნასროლი გამოწვევაა - ის არაა თანახმა, უკრაინის რუსულენოვანი ნაწილები უკრაინად ითვლებოდეს. და სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ომამდე უკრაინის რუსულენოვანი ნაწილების დიდი რაოდენობა თვლიდა ასე. ამიტომ იყო, რომ ზელენსკი ხაზგასმით ამბობდა: რუსული უკრაინის ერთ-ერთი ენაა, ესაა ათიათასობით ჩვენი ქვეყნის დამცველის ენა, ის, რომ რუსულად საუბრობთ, არ ნიშნავს, რომ უკრაინელი არ ხართ - ის ძალიან ჭკვიანურად უდგებოდა ამ თემას თავისი პრეზიდენტობის დასაწყისიდანვე, ის ამბობდა, ამ ხალხს ხელი უნდა გავუწოდოთ, მათ საწუხარს პატივი უნდა ვცეთ. რუსეთმა რუსულენოვანი მოსახლეობის უკმაყოფილება სათავისოდ გამოიყენა, რათა ეს აგრესიული ომი წამოეწყო. მაგრამ თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდეთ - ეს ომი არის გამოწვევა უკრაინისთვის, რომელიც იბრძვის არსებობისა და თვითგამორკვევის უფლებისთვის.

რადიო თავისუფლება: კიდევ ერთხელ - თუ ერთი ქვეყანა მეორე, სუვერენულ ქვეყანას ესხმის თავს, საბაბად კი ის მოაქვს, რომ მისი აზრით ეს ქვეყანა არ არსებობს და მას ეკუთვნის - ეს სუვერენიტეტის ომია თუ თვითგამორკვევისა? მოდით, კიდევ ერთი მაგალითი განვიხილოთ - 2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოს დაესხა თავს - ეს საქართველოსთვის თვითგამორკვევის ომი იყო?

ოუენ მეთიუზი: კეთილი - დღემდე აფხაზებმა და ოსებმა ნათლად აჩვენეს, რომ არ სურთ, იყვნენ საქართველოს ნაწილი. მათი პრეტენზიები დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, საკმაოდ საფუძვლიანი იყო და უნდა განხილულიყო. აქ სასწორის ერთ პინაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დევს, მეორეზე კი მისი ნაწილების თვითგამორკვევის უფლება. მაგალითისთვის, ავიღოთ აჭარა - მათ დათმეს საკუთარი თვითგამორკვევის ამბიციები, რადგან ქართველებმა მათ შესთავაზეს - სააკაშვილის შეთავაზება ბევრად უფრო ხელსაყრელი იყო, ასე რომ, მათ დათმეს დამოუკიდებლობის ამბიციები და უკან დაუბრუნდნენ საქართველოს, დღეს ბათუმი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე აყვავებული ქალაქია. აჭარა შეელია დამოუკიდებლობის ამბიციებს, და დროთა განმავლობაში, იგივე შეიძლებოდა მომხდარიყო აფხაზებთან მიმართებითაც, თუმცა ისიცაა, რომ მათ საქართველოსთან ბევრად უფრო სისხლიანი წარსული აკავშირებთ. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, შესაძლოა, ისინიც შელეოდნენ თვითგამორკვევის ამ ამბიციებს, რომ არა რუსეთის მხარდაჭერა და შემდეგ, სამხედრო ინტერვენცია. როგორია ზოგადი სურათი? ზოგადი სურათი ასეთია: თვითგამორკვევა იწყება დისპუტებით უფლებებზე, და როდესაც ამ უფლებებს სათანადო პატივს არ სცემენ, ეს დისპუტები გადაიზრდება კონფლიქტებში. მაგრამ კონფლიქტები იქცევიან ომებად მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე მხარე ჩაერევა - ამ შემთხვევაში, რუსეთი. ყველა ზემოჩამოთვლილ შემთხვევაში, რუსეთმა ეს სათავისოდ გამოიყენა, რათა დაეყო და ებატონა, ეს ცალსახაა. ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა მოაგვარებდა თავის პრობლემებს დონბასთან, რომ არა რუსების ინტერვენცია. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი ამაში ჩაერთო, დღეს სხვა საუბარი გვაქვს, რადგან რუსულმა ინტერვენციამ თამაშის წესები შეცვალა - როდესაც ორივე მხარეს სისხლი იღვრება, პოზიციები ხისტი ხდება და დათმობა და კომპრომისის გაგონება არავის აღარ სურს. ეს უკვე აღარ არის დებატი თვითგამორკვევაზე - ეს იქცევა „ჩვენი წამებულების სისხლი ცას შეჰღაღადებს და შურისძიებისკენ მოგვიწოდებს“-ად. უკიდურესად რთულდება ყველაფერი. ის უზარმაზარი სისხლისღვრა და ძალადობა, რაც ამ ომს მოჰყვა, სინანულით ვიტყვი, რომ შეუძლებელს ხდის ე.წ. დნრ-ისა და ლნრ-ის უკან, უკრაინაში რეინტეგრაციას. და მთავარი - აქ ისევ ვადიმ პრისტაიკოს დავესესხები - მაინც რატომ იქნებოდა უკრაინისთვის უკეთესი ამ გაჩანაგებულ მეამბოხე რესპუბლიკებთან თანაცხოვრება? იქნებ სჯობს უბრალოდ მათი ამპუტაცია, რადგან ისინი უკრაინას კარგს არაფერს მოუტანენ, მხოლოდ მარადიულ კონფლიქტს.

 

რადიო თავისუფლება: ეს ალბათ უკრაინელების გადასაწყვეტია, რუსების ჩაურევლად. და როგორც სწორად ახსენეთ, რუსეთის ჩარევის გარეშე უკრაინა ალბათ შეძლებდა დონბასის პრობლემის გადაჭრას. არც ყირიმის ანექსიას ვიხილავდით ალბათ. და მერწმუნეთ, რომ ვერც აფხაზეთსა და ვერც სამხრეთ ოსეთში გაიმარჯვებდნენ „რეფერენდუმში“ უმრავლესობით, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ქართველი ცხოვრობდა იქ კონფლიქტამდე. ასე რომ, ფაქტია, საქმე გვაქვს აგრესორ ქვეყანასთან, რომელიც ჯერ ქმნის, მერე კი წარმართავს ამ კონფლიქტებს - ამის ფონზე კი, მორალურისა და ეთიკის გადმოსახედიდან, ცოტა საეჭვოდ მოჩანს პოზიცია, რომ ამ ყველაფერს თვითგამორკვევის ჰერალდიკური მანტია უნდა შემოვასხათ და ვთქვათ - ოჰ, მთავარია ის ხალხი რას ფიქრობს, ვინც ახლა ცხოვრობს იქ. და ამან ყველაფერი სხვა უნდა გადაწონოს.

ოუენ მეთიუზი: გასაგებია და - რას განვიხილავთ ახლა, რა მოხდებოდა, რუსეთი რომ არ ჩარეულიყო? თუ ისევ იმ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც რუსეთი ჩაერია? დასაწყისშივე ვთქვი, რომ მორალური არგუმენტი, დიახ, უკრაინის მხარესაა. სხვა საქმეა პრაქტიკული არგუმენტი, რადგან, საბოლოო ჯამში, რაც უნდა გვიჭირდეს ამის აღიარება, პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებაა. მორალური არგუმენტი ამბობს: პუტინმა უშანსოდ უნდა წააგოს ომი, უკრაინამ ყველა ტერიტორია უნდა დაიბრუნოს, რუსეთი კი დაისაჯოს. ყველა ეს, როგორც უკვე ვთქვი დასაწყისში, საფუძვლიანი და სამართლიანი მოთხოვნებია. საქმე ისაა, რა ჯდება ეს სამართლიანი მოთხოვნები, რისი დახარჯვა მოგვიწევს იმისთვის, რომ ისინი რეალობად იქცეს? რა უფრო მიგვიყვანს მომავალში მშვიდობიან, სტაბილურ და კეთილდღეობის მქონე უკრაინასთან - ეს მაქსიმალისტური პოზიცია თუ რაიმე კომპრომისი? პრობლემა გიგანტურია - ერთი მხრივ, არ შეგვიძლია აგრესორს აგრესია შევარჩინოთ, მორალური გადმოსახედიდან სხვა პოზიციას ვერ დავიკავებთ. მეორე მხრივ - პრობლემაა ესკალაციის შიშიც - როცა ამერიკულმა დაზვერვამ მოიპოვა ინფორმაცია რუსების მასირებული შეტევის მზადების შესახებ, რა იყო გენერალ მარკ მილის პირველი კითხვა? მან იკითხა: აბა, როგორ ავიცილოთ თავიდან მესამე მსოფლიო ომი? და ეს უფრო მნიშვნელოვანი თემაა ამერიკისთვის და ნატოსთვის, ვიდრე მორალური არგუმენტი ამ ომის სამართლიანი დასასრულის შესახებ. სამწუხაროა, მაგრამ იდეალურ სამყაროში არ ვცხოვრობთ - ამერიკისა და ევროპისთვის უფრო მნიშვნელოვანია, თავიდან აირიდონ რუსეთთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება, ვიდრე ის, რომ უკრაინის ომის მორალურად გამართლებული ენდშპილი იხილონ. ძალიან საწყენია. და არასამართლიანი. და სამარცხვინოც. მაგრამ ამავდროულად ნატოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. დიახ, რა თქმა უნდა, სურთ, რუსეთი დასუსტდეს. სანქციების მთელი აზრი ისაა, რომ რუსეთი ისე უნდა დასუსტდეს ეკონომიკურად, რომ მომავალში მსგავსი ომისთვის საჭირო ხარჯების გაწევის თავი აღარ ჰქონდეს, როგორც გვითხრა კიდეც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა. მაგრამ როდესაც საქმე ეხება პუტინის რეჟიმის დამხობას, პუტინისა და მისი გენერლების სამსჯავროზე წასხმასა და სათანადოდ დასჯას, აქ უკვე რეალობას ვწყდებით, ეს მიუღწეველია და მიუღწეველია ერთი ძალიან მარტივი და ცხადი მიზეზის გამო: რუსეთი მსოფლიოს სიდიდით მეორე ბირთვული ძალაა და, შესაბამისად, ის თამაშის სხვა წესებით თამაშობს. ახლა ჩვენ შეგვიძლია, უკმაყოფილონი ვიყოთ ამით, აღვშფოთდეთ, ვთქვათ, რომ ეს საშინელებაა, ან კიდევ განვაცხადოთ, რომ პუტინი არასოდეს გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, რადგან ეს მისთვის და მისი ქვეყნისთვისაც სუიციდის ტოლფასი იქნება. ყველაფერი ეს სიმართლეა. მაგრამ სიმართლეა ისიც, რომ საქმე გვაქვს კაცთან, რომელიც ცალსახად არარაციონალურია, რომლის პროგნოზირება შეუძლებელია და ეს კაცი კუთხეშია მიმწყვდეული. ყოველივე ამას კი მივყავართ ერთ დასკვნასთან - სამწუხაროდ, შეუძლებელია რუსეთთან ურთიერთობა ისე, როგორც სხვა ნორმალურ ქვეყნებთან.

 

რადიო თავისუფლება: და იმასთან, რომ საბოლოო ჯამში, მართალი ისაა, ვინც უფრო ღონიერია, როგორც ამას რუსეთი გვიმტკიცებს მთელი ამ ხნის განმავლობაში. და ერთადერთი განსხვავება მხოლოდ ამ „ფაქტის“ აღქმაშია: თქვენ, როდესაც ამაზე საუბრობთ, ამბობთ, რომ წუხხართ, სინანულით აღიარებთ, რომ აი, ასეა საქმე, მაშინ როდესაც რუსები ამაყად და სიხარულის ყიჟინით გაიძახიან იმავეს.

ოუენ მეთიუზი: დიახ, დასანანია ეს, და სინანულით ვამბობ ამას, რადგან ეს ნიშნავს, რომ პუტინი დაუსჯელი დარჩება - აი, ამიტომ ვწუხვარ. ამიტომაც ფრთხილობს ნატო და არ აძლევს უკრაინას შორი მანძილის ATACMS რაკეტებს, საბრძოლო თვითმფრინავებსა და დანარჩენ შეიარაღებას, რასაც უკრაინა ითხოვს - რომ არა ბირთვული საფრთხე, უკრაინა ამ ომს კარგა ხნის წინ ბრძოლის ველზე მოიგებდა. ეს ერთადერთი მიზეზია. და ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან პირადად სიამოვნებით ვნახავდი, როგორ აგებდა პასუხს პუტინის რეჟიმი ჩადენილ დანაშაულებზე. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მიუღწევადია - რუსეთის ბირთვული სტატუსი თამაშის წესებს ცვლის, ცვლის იმასაც, რა შეგვიძლია და რა არა მის დასამარცხებლად და, შესაბამისად, ამ სამხედრო დამარცხების შემდეგ მის დასასჯელად.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Архангельские команды успешно стартовали в финале Ночной хоккейной лиги



VIP

Композитор Классической музыки Сергей Брановицкий представляет произведения классической музыки.






103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

МОК не передаст перешедшие спортсменам из России медали

Певец Сергей АРУТЮНОВ и солистка группы Демо - встречаются, или просто выпустили совместный хит “Солнышко”? Разлад АРУТЮНОВА и Маши Малиновской?

Более десяти рейсов по Северному морскому пути из портов Китая в Архангельск планируют совершить в этом году

Ефимов: в Москве оценят экологический эффект от программы реновации за счет снижения углеродного следа


Москва

5 фактов, которые необходимо знать о СЭЙН и Wimmortal и их релизе «Старик и воля».






Rss.plus
Moscow.media
Москва

Сергей Собянин рассказал, как офсетные контракты развивают фармотрасль Москвы



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Валерий Гергиев

Пасхальный фестиваль под руководством Гергиева пройдёт 7 мая в Челябинске




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Турнир по пляжному волейболу «ЮМР ОПЕН» прошел в Краснодаре

В 6-м туре женского «командника» в Сочи шахматная сборная Москвы разгромила краснодарок, а «Сима-ленд» справилась с Татарстаном

Что произошло 8 мая в истории Якутии


Арина Соболенко

Швентек и Соболенко устроили триллер за престижный трофей



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Киев

В США прокомментировали подготовку покушения на Зеленского



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России