Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ნოვრუზ ბაირამი გეტაში - გაზაფხული დაიწყო

ნოვრუზ ბაირამი გეტაში - გაზაფხული დაიწყო

გეტა ბოლნისის რაიონის სოფელია - ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული. წელიწადში ერთხელ გეტაში „კარგი ამბების“ დღე დგება. ამ დღეს პირად საქმეებზე არ ლაპარაკობენ და რამე ზოგადსა და კარგს განიხილავენ, რადგან საუბარს შეიძლება კარზე აკრული მეზობელი უსმენდეს. ეს ნოვრუზ ბაირამის ერთ-ერთი ტრადიციაა. ​

„მაგალითად, ვიღაცას უნდა გაიგოს, ინსტიტუტში ჩააბარებს თუ არა. ღამე ჩუმად მივა მეზობლის სახლთან და მოუსმენს, სახლში რას ლაპარაკობენ. თუ კარგ რამეს ამბობენ, ესე იგი ჩააბარებს, თუ არა - არა. ამიტომ, ყველა ცდილობს ბაირამობა დღეს ცუდი არაფერი თქვას. მე არ მიმკითხავია ასე, მაგრამ დედაჩემმა გააკეთა ერთხელ. არ გაუმართლა. მეზობელი თურმე ტელევიზორს უყურებდა, რაღაცაზე გაბრაზდა და ლანძღვა დაიწყო“, - ამბობს გეტის მკვიდრი სონა თარვერდიევი.

ნოვრუზი ახალ დღეს, ბაირამი კი დღესასწაულს ნიშნავს. ამ უძველეს დღესასწაულს ეთნიკური აზერბაიჯანელები და სხვა თურქულენოვანი ერები გაზაფხულის ბუნიაობაზე აღნიშნავენ.

„ნოვრუზ ბაირამზე ყველაზე მეტად ზოროასტრიზმმა იმოქმედა. მისი მთავარი ატრიბუტი იყო ცეცხლი - მზის სიმბოლო და ჯეჯილი - განახლების სიმბოლო. ინდური ფილოსოფიისგან მიიღო ოთხი ელემენტის (ცეცხლი, წყალი, ჰაერი, მიწა) პრინციპი. 21 მარტამდე წინა სამშაბათები ამ ელემენტების გაღვიძების დროდ მიიჩნევა, რასაც გაზაფხულის დღეღამსწორობა მოსდევს. ირანში კალენდარი ამ დღიდან იწყება“, - ამბობს ორგანიზაცია „სალამის“ წევრი ოქტაი კაზუმოვი.

ნოვრუზ ბაირამისთვის მზადება ერთი თვით ადრე იწყება. „ყოველ სამშაბათ საღამოს ეზოში ცეცხლს ვანთებთ, ფლავს ვაკეთებთ, ლავაშებს ვაცხობთ, ფახლავაც აუცილებელია“, - ამბობს სევინჯ ჯალილოვა.

უკვე 21 მარტს, ბაირამობა დღეს ყველა ოჯახში სადღესასწაულო სუფრა იშლება. სოფელი საერთო სუფრასაც შლის, ამისთვის კომლზე 20-30 ლარს აგროვებენ.

ქალები საჭმლის კეთებას რამდენიმე დღით ადრე იწყებენ. დიდი ქვაბები გამოაქვთ, უზარმაზარ ჭურჭელში ჩაის ადუღებენ.

ბაირამობა გეტაში წელსაც აღნიშნეს. პური გამოაცხვეს, მწვადი შეწვეს, ტოლმა გააკეთეს. ხონჩებიც გაამზადეს - კალათები ჯეჯილით, წითელი კვერცხებით, ხილითა და ტკბილეულობით.

„თუ ოჯახში გოგო არის დანიშნული, ხონჩა სიძის ოჯახს მოაქვს. ხონჩაში შაქარბურა, გოღალი და ფახლავაა“, - ამბობს სონა თარვერდიევი.

სოფლის შუაგულში კოცონს ანთებენ. ადრე ამ კოცონს ახტებოდნენ კიდეც. ეს წარმართული ტრადიციაა და ცეცხლში გასვლას, ცეცხლით გაწმენდას განასახიერებს.

ბევრს ჰგონია, რომ ნოვრუზ ბაირამი რელიგიური დღესასწაულია. მაგრამ დღეს მას რელიგიასთან აღარაფერი აკავშირებს. სოფლის მცხოვრებლები ძირითადად ისლამის მიმდევრები არიან. ორიოდე წლის წინ სოფელში მეჩეთიც ააშენეს. ოღონდ ამ მეჩეთს სახლის ფორმა აქვს.

„არ მოგვცეს ნებართვა, რომ მეჩეთი მეჩეთის ფორმის ყოფილიყო. ბოლნისის მერიაში შევიტანეთ განცხადება, უარი მოგვივიდა, მიზეზი განმარტებული არ იყო. მერე ასე სახლის ფორმის ავაშენეთ და აქ ვლოცულობთ“, - ამბობს ადგილობრივი სანან ასლანოვი.

კოცონის დანთების შემდეგ ხალხი საქეიფოდ მიდის. მაგიდაზე ალკოჰოლის ნაცვლად ჩაია, მაგრამ ამის გამო მხიარულება კიდევ უფრო მატულობს, რადგან ხალხი სუფრიდან მალევე დგება და ცეკვაზე გადადის.

ზეიმის ერთ-ერთი ატრიბუტი აშუღური სიმღერებია. გეტას თავისი აშუღი ჰყავს - ამილ თარვერდიევი. ის ეროვნულ საკრავზე - საზზე უკრავს.

„მამაჩემის მეგობარმა მაჩუქა ბავშვობაში საზი. ვისწავლე და მას მერე ვუკრავ. აშუღმა ადათი უნდა იცოდეს, დაკვრის მეთოდები, ბევრი ლექსი... მთავარი მაინც სურვილია. მე თვითონაც ვწერ სიმღერებს და ლექსებს, სხვებსაც ვასწავლი საზზე დაკვრას“, - ამბობს ამილ თარვერდიევი.

ნოვრუზ ბაირამს დაახლოებით სამ დღეს აღნიშნავენ, თუმცა დღესასწაულის მთავარი თარიღი მაინც 21 მარტია. დღესასწაულის შემდეგ სოფელი ისევ ყოველდღიურ ცხოვრებას და შრომას უბრუნდება.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Архангельск обогнал города-миллионники по цене новостроек



Мода

Ozon и Wildberries впервые вошли в мировой рейтинг маркетплейсов






103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

Ветеран Лидия Черная поделилась воспоминаниями о войне

Опубликовано меню неформального обеда лидеров стран ЕАЭС после саммита в Кремле

Анна Данилова дала старт Всероссийской акции "Синий платочек Победы" 2024 на станции метро Курская

Сильный ветер в Москве повалил 11 деревьев


Москва

Состоялась премьера песни Гульдарии Юсуповой






Rss.plus
Moscow.media
Москва

Собянин рассказал о развитии фармацевтической отрасли в Москве



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Карди Би

Худшие образы звезд на Met Gala 2024: Лана Дель Рей в «москитной сетке» и Карди Би с прической Мардж Симпсон




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Москве в 12-й раз пройдет фитнес-фестиваль «ФитЭкспо 2024»

В преддверии Дня Победы в Великой Отечественной войне: уроки мужества и познавательно-спортивная эстафета

Пресс-служба «Лужников» опровергла информацию о концерте Канье Уэста в Москве


ATP

Двенадцать казахстанских теннисистов поднялись в рейтинге ATP



Новости Крыма на Sevpoisk.ru


News Every Day

Exclusive - Kettan Singh apologises to Karan Johar after filmmaker expresses disappointment over his mimicry on Madness Machayenge; says 'My intention was never to hurt him'



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России