რას ნიშნავს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დაუგეგმავი ვიზიტი „ვივამედში“?
მესამე დღეა, საქართველოში იმყოფებიან ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტის წევრები. მათი დაუგეგმავი, ე.წ. AD HOC ვიზიტის ოფიციალური მიზანია პენიტენციური ჯანდაცვის საკითხების თაობაზე კლინიკა „ვივამედში“არსებული სიტუაციის შესწავლა.