რუსეთისკენ თუ უკრაინისკენ - რა წერია და რა იკითხება პატრიარქის წერილში
ოთხი დღით ადრე, ვიდრე მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებულმა უკრაინის ეკლესიამ - УПЦ-მ კიევ-პეჩორის ლავრა უნდა დატოვოს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო პატრიარქს სამშვიდობო მისიით ჩარევა სთხოვა კიევის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რაც УПЦ-სთვის იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტას უკავშირდება.