გაეროს მონაცემებით, მხოლოდ მარტში უკრაინაში დაიღუპა 178 მშვიდობიანი მოქალაქე
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, 2023 წლის მარტში, უკრაინაში დაიღუპა 178 სამოქალაქო პირი, მათ შორის 8 ბავშვი. დაიჭრა - 587. ყველაზე დიდი მსხვერპლი იყო უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებულ რაიონებში, სადაც მოკლულია 154 და დაჭრილია 505 მშვიდობიანი მოქალაქე.
გაეროს მიერ დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემებით, უკრაინაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული თავდასხმიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში დაიღუპა 8 451 და დაიჭრა 14 156 სამოქალაქო პირი. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის განცხადებით, რეალურად მსხვერპლი გაცილებით დიდია, რადგან ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების რაიონებიდან ვერ ხერხდება ინფორმაციის დროულად მიღება და გადამოწმება.