მაკრონს იმედი აქვს, რომ ჩინეთის მეთაური რუსეთს გონზე მოიყვანს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჩინეთის მეთაურს, სი ძინპინს, 6 აპრილს განუცხადა, რომ მან იცის, შეუძლია ჰქონდეს ჩინეთის იმედი, რომ ის რუსეთს გონზე მოიყვანს და ყველას დააბრუნებს მოლაპარაკებების მაგიდასთან.
მაკრონმა ეს განცხადება პეკინში სახელმწიფო ვიზიტის დროს სი ძინპინთან შეხვედრისას გააკეთა.
"რუსეთის აგრესიამ უკრაინაში დარტყმა მიაყენა (საერთაშორისო) სტაბილურობას", უთხრა მაკრონმა სი ძინპინს. "ვიცი, რომ შემიძლია, თქვენი იმედი ვიქონიო, რომ რუსეთს გონს მოიყვანთ და ყველას დააბრუნებთ უკან მოლაპარაკებების მაგიდასთან".
მაკრონი, რომელიც მოგზაურობდა ევროკომისიის თავმჯდომარე, ურზულა ფონ დერ ლაიენთან ერთად, თვლის, რომ დასავლეთმა ჩინეთი უნდა ჩართოს, რათა მისი დახმარებით დასრულდეს კრიზისი და დასრულდეს „სპირალური“ დაძაბულობა, რომელსაც შეუძლია გახლიჩოს მსოფლიო ქვეყნები მტრულ ბანაკებად.
სიმ მაკრონის საპასუხოდ განაცხადა, რომ ჩინეთი „სამშვიდობო მოლაპარაკების მომხრეა და ესწრაფვის პოლიტიკურ მოგვარებას.“ მან გამოთქვა იმედი, რომ კიევი და მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას შეძლებენ რაც შეიძლება მალე.
ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ სუ მზად არის ზელენსკისთან მოსალაპარაკებლად, მაგრამ სუს თავის განცხადებებში არ უხსენებია ზელენსკისთან შესაძლო საუბარი.