ვიმედოვნებთ, ეს წაახალისებს „ოცნებას“, გაატაროს რეფორმები - ამერიკელი მაღალჩინოსანი
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირი რადიო თავისუფლებასთან საუბარში საუბრობს ქართველი მოსამართლეების სანქცირების შემდეგ არსებულ მოლოდინებზე.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს ქმედება წაახალისებს „ქართულ ოცნებას“, გამოიძიოს და აღმოფხვრას კორუფცია, განახორციელოს რეფორმები, რომლებიც საჭიროა მიუკერძოებელი დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველსაყოფად“, - აცხადებს იგი.
მაღალი თანამდებობის პირმა ვაშინგტონიდან აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების შემდეგ ანონიმურობის დაცვის პირობით მისცა კომენტარები „რადიო თავისუფლებას“.
ამერიკელი მაღალჩინოსანი მიმართავს საქართველოს მთავრობასა და საზოგადოებას, რომ „აშშ კვლავ მზად არის, დაეხმაროს ნებისმიერი გზით საქართველოს ევროკავშირის მიერ გასულ წელს დასახული ნაბიჯების განხორციელებაში, რათა ქვეყანამ მიაღწიოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას“.