Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ქუთაისის ჩხობაძის კლინიკის პერსონალი ჯანდაცვის სამინისტროს მედიაციისთვის მიმართავს

ხელფასის მომატების, დროულად მიღებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით მედიაციის დასაწყებად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ ჩხობაძის სახელობის მულტიდისციპლინური კლინიკის თანამშრომლები.


ქუთაისის კლინიკის ექიმების, ექთნების და სხვა თანამშრომელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის, სოლიდარობის ქსელის დამოუკიდებელი პროფკავშირის ხელმძღვანელის სოფო ჯაფარიძის განცხადებით, პერსონალი შრომით დავას დაიწყებს, რადგან ხელფასს რამდენიმე თვის დაგვიანებით ურიცხავენ. ამასთან, კლინიკის მმართველს აქვს მცდელობა თანამშრომლებს მათთან შეუთანხმებლად შეუმციროს სამუშაო საათები, რაც შრომის კანონის დარღვევაა. პროფკავშირის წარმომადგენლის თქმით, შრომითი ხელშეკრულებები იანვრიდან არ განახლებულა და თანამშრომლებმა არ იციან, რა პირობებით უნდა გააგრძელონ მუშაობა.


„მედპერსონალს არ აქვს შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა და დოკუმენტაციის წარმოებისთვის საჭირო საკანცელარიო ნივთებსაც კი თავად იძენენ. იშვიათად იღებენ ხელფასს და მასაც საავადმყოფოს გადასარჩენად ხარჯავენ“, – აცხადებს სოფო ჯაფარიძე და დასძენს, რომ იანვრიდან ექიმების და ექთნების ხელფასის ზღვრის დაწესების შემდეგ მათი ანაზღაურება გაიზარდა, თუმცა სანიტრებს და საავადმყოფოს სხვა თანამშრომლებს მინიმალურ ხელფასზე უწევთ მუშაობა.


სოფო ჯაფარიძის თქმით, თანამშრომლების სამუშაო პირობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც 2019 წლიდან კლინიკა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დაქვემდებარებაში გადავიდა. ცენტრის 100–% იანი წილის მფლობელია ჯანდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი, რომელმაც სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კლინიკების მართვა უნდა უზრუნველყოს.


ქუთაისის მულტიდისციპლინური კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელი ვახტანგ ხურციძე აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულების სწორად მართვა ვერ ხერხდება, რადგან ადმინისტრაციას გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება არ შეუძლია: „ეს შუალედური რგოლები, კლინიკის ადმინისტრაციას სწორ მართვაში ხელს უშლის“.


კლინიკის კოვიდგანყოფილების ხელმძღვანელი მაია შალამბერიძე ამბობს, რომ მართვის არსებული სისტემით უკმაყოფილო 300-მდე თანამშრომლის სურვილია, კლინიკამ მუშაობა დამოუკიდებლად გააგრძელოს და საკუთარი ბიუჯეტი თავად განკარგოს.


„ჩვენი კოლექტიური მოთხოვნაა უშუალოდ ჯანდაცვის სამინისტროს დავექვემდებაროთ და გვქონდეს მართვის უფლება, როგორც ეს 2019 წლამდე იყო. გვინდა ჩვენი ფინანსები ვმართოთ ჩვენ, კლინიკამ პანდემიის პერიოდში რაც გამოიმუშავა თანხა, ვერ მოიხმარა, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი დიდი კოვიდმიმღები ცენტრი ვიყავით, 135 საწოლფონდით. ველოდით, რომ გამომუშავებული თანხით კლინიკის ინფრასტრუქტურა და სერვისები გაუმჯობესდებოდა და ნებისმიერ კერძო კლინიკაზე წინ დავდგებოდით“.


მაია შალამბერიძის ინფორმაციით, იანვრის ხელფასი ექიმებს დღეს დილით, მას შემდეგ ჩაურიცხეს, რაც ჟურნალისტებს პრესკონფერენციის შესახებ შეატყობინეს.


კლინიკის ექთნის, ნატალია კობერიძის თქმით, მედიისთვის მოთხოვნების გაცნობა ორი კვირის წინაც სურდათ, თუმცა, მმართველმა თანამშრომლების ნაწილს ხელფასი ჩაურიცხა და პრესკონფერენციის გამართვა გადაიფიქრეს, მეორე დღეს კი რეგიონული ჯანდაცვის ცენტრისგან მიიღეს შეტყობინება დასაქმებულთა შემცირების შესახებ.


ნატალია კობერიძის თქმით, ეს განსაკუთრებით უარყოფითად აისახება ექთნებზე და კლინიკის სხვა თანამშრომლებზე, რადგან მოუწევთ ან დამატებითი დროით მუშაობა ან დადგენილ დროში უფრო მეტი პაციენტის მომსახურება.


„ექიმებს სამუშაო დრო უმცირდებათ და ექთნების შტატები მცირდება, რაც მომსახურების ხარისხზე აისახება, ისედაც ცოტა ვართ მედპერსონალი და კიდევ რომ შეგვამცირებენ ეს პირველ რიგში პაციენტებზე აისახება მერე ჩვენ ოჯახებზე, ბევრს საბანკო ვალდებულებები გვაქვს“.


ქუთაისის ჩხობაძის სახელობის მულტიდისციპლინური კლინიკის თანამშრომლები შრომითი დავის გადასაწყვეტად ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურად მიმართავენ და მედიაციის პროცესის დაწყებას მოითხოვენ.


ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამედიცინო პერსონალის მიერ მედიაციის მოთხოვნის შემთხვევაში ოფიციალური მედიატორი დაინიშნება.


რადიო თავისუფლება ესაუბრა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს გიორგი აბაიძეს, რომლის ინფორმაციით, 7  აპრილს  ქუთაისში თანამშრომლებს პირადად შეხვდება: „არ ვიცი რატომ გაჩნდა ეს მოთხოვნები და გასარკვევად ადგილზე გავესაუბრები თანამშრომლებს“.   


გიორგი აბაიძე  ჩხობაძის კლინიკის თანამშრომელთა საპასუხოდ განმარტავს, რომ პერსონალის  მოთხოვნებს არ ეთანხმება. აბაიძის განცხადებით, თანამშრომლები ხელფასებს ყოველთვიურად იღებენ, თუმცა დასძენს, რომ კლინიკის თანამშრომლებს წლების განმავლობაში ხელფასი ჩამორჩენით ერიცხებათ, რისი გამოსწორებაც ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. „ხელფასს ყოველ თვეში ერიცხებათ, მაგალითად, იანვრის ხელფასი მარტში აიღეს და თებერვლისას ამ თვეში აიღებენ და გაჟღერდა თითქოს  იანვრის შემდეგ ხელფასი არ აუღიათ, რაც არ არის სიმართლე“.  


რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს განცხადებით, გაუგებარია რატომ ითხოვენ  თანამშრომლები კლინიკის  ცენტრიდან გამოყოფას და დამოუკიდებლად ფუნქციონირებას. მისივე  თქმით, ცენტრს წელიწადია ხელმძღვანელობს, კლინიკის ადმინისტრაციასთან ხშირი ურთიერთობა აქვს და მსგავსი მოთხოვნების საფუძველი ამ დრომდე არ არსებობდა.  


გიორგი აბაიძე არასწორ ინფორმაციას უწოდებს თანამშრომელთა სამუშაო საათების და კადრების შემცირების შესახებ კლინიკაში შეტყობინების გაგზავნას და ამბობს, რომ ცენტრის არც ერთ თანამშრომელს არ ემუქრება შემცირება, რადგან უწყება კადრების დეფიციტს განიცდის. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России