Добавить новость
World News in Georgian

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ნამდვილად არანაირი სურვილი აღარ გვაქვს, არც მე და არც ჩემს ოჯახს, ვეწვიოთ აშშ-ს - მოსამართლე შენგელია

მოსამართლე ირაკლი შენგელია, რომელიც აშშ-ის მიერ დასანქცირებულთა სიაში მოხვდა, ფეისბუქზე წერს, რომ მას და მის ოჯახს შტატებში გამგზვარების სურვილი აღარ აქვთ, რადგან "გამრუდებული და დაკნინებულია" ყველა ის ღირებულება, რაზეც იდგა ამ ქვეყნის იდეოლოგია. ამის შესახებ მოსამართლე ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს განცხადებას.


"დღევანდელ მოცემულობაში, ნამდვილად არანაირი სურვილი აღარ გვაქვს, არც მე და არც ჩემს ოჯახს, ვეწვიოთ აშშ-ს. ის იდეალები და დემოკრატიული პრინციპები, რითაც აქამდე თავს იწონებდა ეს ქვეყანა, პრაქტიკულად ნიველირებულია, აღარ არსებობს...


პირადად მე მაქვს ტრადიციული ოჯახი, მყავს შვილები, რომლებიც სამართლიანობისა და პატიოსნების პრინციპებზე აღიზარდნენ და ამ "ლინჩის წესით გასამართლების" ფონზე და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მთავარ დემოკრატიულ მიღწევად მიჩნეულია და აპრობირებულია 6 წლის ასაკიდან ბავშვისათვის სქესის შეცვლა, არაფერი მესაქმება, ვინაიდან მსგავსი "ღირებულებები" ჩემს ოჯახს ნამდვილად არ სჭირდება", - წერს ის.


ირაკლი შენგელია, ასევე აცხადებს, რომ აშშ-ის "უპრეცედენტო გადაწყვეტილება" ვერანაირ მტკიცებულებით სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. მისი თქმით, შესაბამისი განმარტებები ვერც სახელმწიფო მდივან ბლინკენისგან და ვერც ელჩ დეგნანისგან ვერ მოისმინა, "გარდა ზოგადი მითითებისა, რომ არსებობს რაღაც "სანდო ინფორმაცია".


შენგელია იქვე ამატებს, რომ მის წინააღმდეგ, ასეთი მტკიცებულებები "ბუნებაში ვერც იარსებებს", რადგან "კორუფციის ფაქტები არ არსებობს".


მისივე მტკიცებით, არავითარი ზეწოლა, უკანონო მანიპულაცია არასდროს არ განხორციელებულა სხვა მოსამართლეებზე არც მისი და არც არავის მხრიდან.


"ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ სახეზეა აპრობირებული სქემა, რომელმაც კარგად იმუშავა, მაგალითად, უკრაინაში, ალბანეთში, სადაც, "რეფორმების" შირმით, განხორციელდა არასასურველი მოსამართლეებისაგან სისტემის წმენდა; სადაც ხელყოფილ იქნა სახელმწიფოების სუვერენიტეტი სასამართლო ხელისუფლების ნაწილში და ამ ხელისუფლების ადმინისტრირება (მოსამართლეთა დანიშვნების ჩათვლით) მთლიანად გადაბარებულ იქნა ე.წ. საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ "რევიზორთა" კომისიაზე...


გუშინდელი განცხადების ფონზე, პრაქტიკულად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ელჩმა დეგნანმა ლინჩის წესი აღადგინეს (ცხადია, გადატანითი მნიშვნელობით) და სწორედ ამ წესით "გაასამართლეს" და "დამნაშავეებად გამოაცხადეს" ქართველი მოსამართლეები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ "მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებზე", - წერს ირაკლი შენგელია.




ირაკლი შენგელია თბილისის სააპელაციო სასამართლოში თავმჯდომარე ჩინჩალაძის მოადგილედ 2021 წლიდან მუშაობს. მისი მოსამართლეობის კარიერა წინა ხელისუფლების დროს იწყება.


2020 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, როცა მისი ახლო ნათესავი ამ საბჭოში კანდიდატად წარდგა. ის კანდიდატ ლევან თევზაძის ცოლისძმა იყო. მან მაშინ თქვა, რომ არ ჰქონდა თვითაცილების საფუძველი.


2020 წლის ივლისში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ისაუბრა ირაკლი შენგელიას კავშირებზე. იმ დროის მონაცემებით:



ირაკლი შენგელიას ცოლი, ლანა თევზაძე მუშაობდა საერთო სასამართლოების დეპარტამენტში, მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე;
ირაკლი შენგელიას და, თინათინ შენგელია - სამტრედიის რაიონულ სასამართლოში სპეციალისტად;
ირაკლი შენგელიას დისშვილი, სალომე კაცაძე - მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.


წინა ხელისუფლების დროს, 2011 წელს, როცა არასამთავრობო სექტორი "სასამართლოს მახინჯ პრაქტიკაზე" საუბრის დროს აღნიშნავდა, რომ მოქალაქეებს პატიმრობას უსჯიდნენ მხოლოდ პოლიციელის ჩვენებებით, მოსამართლე შენგელია ამბობდა:


"რაც შეეხება მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებას, როგორ წარმოგიდგენიათ, სხვა მტკიცებულება რა შეიძლება იყოს, გარდა პოლიციელთა ჩვენებისა, როცა პირი სამართალდამრღვევად ცნო და პატიმრობა მიუსაჯო მას. უდიდესი ნდობა სახელმწიფოს მიმართ, სახელმწიფო მოხელეა, სხვა რა უნდა იყოს".




5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სანქციები დაეკისრებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხელ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.


აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც განმარტა ის მიზეზები, რის გამოც მიიღეს ქართველი მოსამართლეების სანქცირების გადაწყვეტილება.


ელჩმა თქვა, რომ გადაწყვეტილება ეფუძნება სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ეს მოსამართლეები "საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში".




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России