"ოცნება" და მისი მოკავშირეები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წინააღმდეგ
„ოცნება“, მისი განაყოფი - „ხალხის ძალა“, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება ერთმანეთის მსგავსი განცხადებებით უპირისპირდებიან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, მოსამართლეთა სანქცირების შემდეგ. დაძაბულობა ცდება მართლმსაჯულების სფეროს და საგარეო პოლიტიკის სიბრტყეში გადადის.