დღე ისტორიაში – 8 აპრილი
2020 წელს დემოკრატი სენატორი ბერნი სანდერსი გამოეთიშა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებს.
2019 წელს მკვლევარებმა დაადგინეს, რომ აშშ-ში ყოველწლიურად 600 მილიონი ჩიტი კვდება ცათამბჯენებთან შეჯახების შედეგად.
2013 წელს რკინის ლედი მარგარეტ ტეტჩერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1916 წელს მრბოლელი ბობ ბურმანი გარდაიცვალა კალიფორნიაში, თავისი სარბოლო მანქანის შეჯახების შედეგად.
1906 წელს მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომელსაც ალცჰეიმერის დიაგნოზი დაუსვეს, გარდაიცვალა.
1879 წელს, აშშ-ში პირველად, ნიუ-იორკში დაიწყო რძის გაყიდვა მინის ბოთლებში.
1271 წელს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შუა საუკუნეების ციხე, Krak des Chevaliers, დაიპყრო სულთანმა ბაიბარსმა.
წყარო/ფოტო: The Fact Site