ანა დოლიძე: არასოდეს სალომე ზურაბიშვილს არ გაუკრიტიკებია კლანი. პირიქით…
პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს ეხმაურება და ამბობს, რომ ზურაბიშვილი ყოველთვის ამართლებდა ე.წ. კლანს და ახლაც, „გადაეფარა“ მათ.
„არასოდეს სალომე ზურაბიშვილს არ გაუკრიტიკებია კლანი. პირიქით, ამართლებდა ყოველთვის და ეხმარებოდა კიდევაც, სიტყვიერად თუ წევრების დანიშვნით. არავითარი საგნობრივი კრიტიკა სისტემის. ისრები სულ სხვაგან გადაიტანა და ფაქტობრივად კლანს გადაეფარა“, – წერს ანა დოლიძე FACEBOOK-ზე.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რამდენიმე ქართველი მოსამართლის მიმართ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.